in ,

Disney Land–მა ბანერიდან შეშლილი მექუდე გააცოცოცხლა

BOG
BOG

კალიფორნიის Disney Land-ში მისულ სტუმრებს ნამდვილი სიურპრიზი დახვდათ. Johnny Depp-ის გმირი, ფილმიდან „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ბილბორდზე გაცოცხლდა. 27 მაისს კინოეკრანებზე ფილმის გაგრძელება გამოდის, სახელწოდებით „Alice Through the Looking Glass”. რეკლამა, სწორედ, ამ მოვლენას მიეძღვნა.

BOG
BOG

შეშლილი მექუდე გამვლელებს ბილბორდიდან Lifestream-ის საშუალებით ესაუბრებოდა, ხუმრობდა და კითხვებს უსვამდა. ფილმის გაცოცხლებულმა გმირმა სერიოზული ინტერესი გამოიწვია. დეპმა თავისი გენიალური არტისტიზმი გამოავლინა, ხალხი აიყოლია და მართლაც დაუვიწყარი გახადა ეს დღე. 

ამ რეკლამის ავტორებს ჯოელ ჯენსენსა და ჯოზეფ მაცუშიმას სურდათ, რომ ადამიანებს შეეგრძნოთ საოცრებები რეალურ ცხოვრებაში, ისინი ხომ დისნეი ლენდში იმყოფებოდნენ და შესაბამისი ემოციის მოლოდინიც ჰქონდათ.  

 

 

Lifestream ბილბორდების გამოყენება რეკლამის სფეროში სულ უფრო აქტუალური ხდება. მხატვრული ფილმისთვის მსგავსი რეკლამის მცდელობა პირველია. მაისის ბოლოს გვეცოდინება, თუ რა ფინანსური მოგება მოუტანა ფილმის შემქმნელებს განსხვავებულმა რეკლამამ.

“Different 7” – ინტელექტუალური თამაში

”ინოვაცია არქიტექტურაში 2016”