in

Disney პარკებში ჯადოსნური მეტავერსის დანერგვას გეგმავს

Disney, „ბედნიერების ადგილი დედამიწაზე, მეტავერსიმდე, ანუ ვირტუალურ სივრცემდე, შეიძლება გაფართოვდეს. Disney-ს პარკის ფანები მალე, ყურსასმენების გარეშე, ატრაქციონების AR ვერსიას გამოცდიან, რაც რეალურ სამყაროში არსებული ობიექტების, კომპიუტერის მიერ გენერირებული აღქმის ინფორმაციით, გაუმჯობესებას გულისხმობს.

The US Patent and Trademark ოფისის ჩანაწერების მიხედვით, Disney Enterprises-ს „ვირტუალური სამყაროს სიმულატორის ლიცენზია მიენიჭა. ტექნოლოგიის, რომელიც 3D გამოსახულებებსა და ვირტუალურ ეფექტებს ფიზიკურ სივრცეში ჩართვის საშუალებას აძლევს.

საინტერესოა, რომ AR-ის მასებზე გამოცდის ნაცვლად, კომპანია ამ ტექნოლოგიის პერსონალურ პროექტებზე გამოცდას აპირებს. მაგალითად, თემატურ პარკში შესვლისას ერთი ოჯახი ჩაერთვება მიკი მაუსის პროექტში, როცა მეორე ციხესიმაგრეში, თავის საყვარელ პრინცესასთან, იქნება.

Disney-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ ჩაპეკმა თქვა, რომ ახალი ტექნოლოგია, ამჯერად, „სამგანზომილებიანი ტილოს“ მეშვეობით, ბრენდს ისტორიების თხრობის მისიის გაგრძელების საშუალებას მისცემს. „ჩვენ ჯერ ციფრული და რეალური სამყაროების დაახლოებას ვცდილობთ, რაც მომავალში Disney-ს მეტავერსში ზღაპრების თხრობის საშუალებას მოგვცემს – განმარტა ჩაპეკმა. „თუ სტუმრები დადებითად უპასუხებენ 3D პროექტებს, Disney-მ შესაძლოა ანიმატრონული პერსონაჟები ან კოსტუმირებული მსახიობები საერთოდ გააუქმოს – განაცხადა The LA Times-მა.

2030 წლისთვის ადამიანები მთელ ცხოვრებას მეტავერსში გაატარებენ — ექსპერტების პროგნოზი

„მაგნიტში“ გრანდიოზული საიუბილეო გათამაშება დაიწყო