in

„დისნეის“ პრინცესები „ბაკურიანის“ ბოთლებზე

„ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე „დისნეის“ პრინცესები გამოჩნდნენ. კონკია, არიელი, ბელი, ჟასმინი და მულანი – ამიერიდან, სწორედ ამ პერსონაჟებით გაფორმებული წყალი გაიყიდება.

BOG
BOG

„IDS ბორჯომი საქართველოსა  და  „უოლტ დისნეი დსთ“-ს თანამშრომლობა გრძელდება. ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა, რის შემდეგაც „IDS ბორჯომი საქართველომ“ მიიღო „დისნეის“ გმირების გამოყენების ლიცენზია. პირველ ეტაპზე, „ბაკურიანის“ შეფუთვაზე „დისნეის“ Frozen-ის და „მარველის“ Avengers-ის გმირები გამოჩნდნენ, წელს კი სათამაშო ბოთლების სერიას ცნობილი პრინცესები შეუერთდნენ“.

როგორც „ბაკურიანის  ბრენდ მენეჯერი სალომე ბეჟიტაშვილი ამბობს, საბავშვო წყლის სეგმენტის განვითარება, კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ამაზე რამდენიმე წელია, აქტიურად ვმუშაობთ. თავდაპირველად, მომხმარებელს „ბაკურიანი ციდა“ შევთავაზეთ, რასაც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა და გამოიკვეთა, რომ ბავშვთა წყლის სეგმენტი საკმაოდ მზარდია. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებლები ბავშობიდან მივაჩვიოთ ისეთ კარგ ჩვევას, როგორიც წყლის დალევაა, ამიტომ  სასარგებლო სასიამოვნოს შევუთავსეთ და  გამოვუშვით „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლი. „დალიე და ითამაშე“ ჩვენი სათამაშო ბოთლის კომუნიკაციის მთავარი გზავნილია, რადგან  წყლის დალევასთან ერთად, ბავშვებს შეუძლიათ საყვარელ გმირებთან ერთად თამაში. 2019 წელი კი „დისნეის“ პრინცესებით დავიწყეთ. ერთგულ პატარა მომხმარებლებს მთელი წლის მანძილზე არა ერთ სიახლეს ვპირდებით“, – ამბობს სალომე ბეჟიტაშვილი.

მისივე თქმით, „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები,  0.33ლ სპეციალურ შეფუთვაში, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში ისხმება.

„აღსანიშნავია, რომ  „ბაკურიანი“ ოპტიმალური რაოდენობის მინერალური კომპლექსებით გაჯერებული, ნატურალური მინერალური წყალია. უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე,  ის საუკეთესოა აქტიური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის. „ბაკურიანი“ აღადგენს წყლის ბალანსს ორგანიზმში და რეკომენდირებულია ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლად“.

„ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოა“, რომელიც საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის შემადგენელი ნაწილია.

„კომპანია ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით.  ბაზარზე კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“ “.

[R]

ვიზუალური ენით გამოხატული ფსიქიკური აშლილობები

კოსმო – ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები