in ,

Disney-მ თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია ახალი ტექნოლოგიებით განაახლა

დისნეი ერთი ნახვით შეყვარების იდეას თანამედროვე ტექნოლოგიებით უბრუნდება — კერძოდ, თავისი პირველი, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური შედევრი 4K რესტავრაციით განაახლა. ეს საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნას ემსახურება, რათა კომპანიამ თავისი პროგრესი ერთ-ერთი საკულტო ნამუშევრის მაგალითზე აჩვენოს საზოგადოებას.

BOG
BOG

საუბარია „ფიფქია და შვიდ ჯუჯაზე“, რომელიც პირველად 1937 წელს შეიქმნა. რა თქმა უნდა, ჯადოსნური სარკე არ გვჭირდება იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ ანიმაციამ უამრავი ბავშვის ფანტაზიებით სავსე სამყარო გაალამაზა — თანაც ეს უდიდესი მიღწევა იყო კომპანიის განვითარებაში, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, პირველ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს წარმოადგენდა კინოს ისტორიაში.

„მასზე მუშაობისას ვგრძნობდით, რომ ისტორიის წინაშე ერთგვარი ვალი გვქონდა, რათა ისეთივე ლამაზი და ორიგინალური ფერები გამოგვეყენებინა, როგორიც ზღაპრულ სამყაროს შეეფერებოდა. მდუმარე პალიტრა და დელიკატური აკვარელის ფონი ილუსტრირებულ ზღაპრებს შეესაბამება — ისეთს, როგორიც უოლტ დისნეის ძალიან უყვარდა“, — აღნიშნავს Disney-ის შემოქმედებითი გუნდი.

გარდა ამისა, ტექნიკური კუთხით რომ განვიხილოთ, თანამედროვე ტექნოლოგიებით კლასიკის თავდაპირველი მშვენიერების აღდგენა მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს კომპანიისთვის.

SpaceOS ციფრული სამუშაო სივრცის ახალ კონცეფციას გთავაზობთ

Visa-ს საკონსულტაციო ჯგუფი Rooms Hotels-თან თანამშრომლობს — რა უპირატესობები მოჰყვება ამას?