„დისნეის“ საკუთარი მაუწყებლობა ექნება, ამის შესახებ კომპანიის CEO-მ, ბობ აიგერმა განაცხადა. პლატფორმა Disney+ 2019 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება და მისით სარგებლობა, პირველ ეტაპზე, აშშ-ს მაცხოვრებლებს შეეძლებათ. ეს იქნება Netflix-ის მსგავსი ვიდეო სტრიმინგის სერვისი, რომელიც ფოკუსირებული იქნება „დისნეის“ ოჯახის გასართობი ბრენდების (Walt Disney Studios, Pixar, Marvel Studios და Lucasfilm) კონტენტის გავრცელებაზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სერვისი აშშ-ში ამოქმედდება. „დისნეის“ განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე მაუწყებლობის გავრცელება 2019 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. სავარაუდოდ, Disney+ გამოჩენას, ქართულ ბაზარზე, აღნიშნული დროიდან უნდა ველოდოთ.