in

Disney „სუპერაპის” გამოსაშვებად ემზადება

ცნობილი გამოცემის, Bloomberg-ის ინფორმაციით, Disney-ს უფროსი ხელმძღვანელები განიხილავენ მის სხვა აპლიკაციებთან გაერთიანებას, როგორიცაა Disneyland Resort-ისა და Disney Cruise Line Navigator-ის აპები, რათა შეიქმნას დიდი, საერთო პლატფორმა.

წყაროების თქმით, ეს განხილვები ჯერ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა კომპანიაში პროექტს უკვე „სუპერაპს“ უწოდებენ. მიზანი ისაა, რომ Disney-ს გამოცდილება უფრო გამარტივდეს და Disney+-სა და Disney-ს პარკებს შორის კავშირი უფრო მჭიდრო გახდეს.

„Disney+ ხდება Disney-სა და მის ფანებს შორის მთავარი ურთიერთობის სივრცე – ადგილი, სადაც ყველაფერი ერთიანდება,“ – აცხადებს ბრენდი.

ეს პროექტი, გარკვეულწილად, ჰგავს ილონ მასკის იდეას, რომ X გადაიქცეს „ყველაფრის აპად“, ჩინური WeChat-ის მსგავსად. თუმცა Disney-ს მიზანი უფრო რეალისტურად გამოიყურება – კომპანიის სხვადასხვა მობილური პლატფორმის ერთ აპში გაერთიანება, მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა ზოგისთვის მაინც უცნაურად შეიძლება ჟღერდეს.

სავარაუდოდ, კომპანიის ხელმძღვანელებს სურთ Disney-ს პარკების მიმართ ინტერესის გაზრდა იმით, რომ Disney+-ის მომხმარებლებს უფრო ხშირად აჩვენონ თემატური კონტენტი და შეთავაზებები.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ Disney+-ის გამომწერები და Disney-ს პარკების სტუმრები ყოველთვის ერთი და იგივე აუდიტორია არ არის, ამიტომ შესაძლოა, უხერხული აღმოჩნდეს, თუ Disney+-ის აპი ზედმეტად გადაიტვირთება კრუიზებისა და პარკების რეკლამებით.

საბოლოო პასუხს ამ კითხვებზე თავად სუპერაპი გვეტყვის, რომელიც ჯერ ცნობილი არ არის, ზუსტად როდიდან გაერთიანდება.

სანამ კონკურენტებს სძინავთ: როგორ ცვლის ქართველი AI პერსონაჟი მარკეტინგის თამაშის წესებს

ფასიანი აპლიკაციების 5 საუკეთესო უფასო ალტერნატივა