in

დისნეის 4-წუთიანი ზღაპარი პატარა ბიჭისა და რვაფეხას მეგობრობის შესახებ გვიყვება

BOG
BOG

დისნეი არც ახალ კინოს გვაცნობს და არც პროდუქტს… უბრალოდ თავის ჯადოსნურ ძალებს შეგვახსენებს და გვიბიძგებს, თბილად მოვკალათდეთ 4-წუთიანი ფილმის საყურებლად. პატარა ბიჭისა და რვაფეხას წარმოუდგენელი მეგობრობის შესახებ გვიყვებიან, რომელთა გადასაღებად რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი მოიწვიეს. 

ყველაფერი ცნობისმოყვარე რვაფეხასთან წყლის ქვეშ შეხვედრით იწყება, უეცარი შიშით და შემდგომ წარმოუდგენელი მეგობრობით გრძელდება. თუმცა რვაფეხას თავისი ცნობისმოყვარეობა მიკი მაუსის თვალებადაც აქცევს და ნაძვის ხის ბურთადაც, სანაპიროდან ლაპლანდიამდეც მიჰყავს და ასე შეგვახსენებს, რომ დიდი მოგზაურობები ოცნებით იწყება:

ალბათ, ფილმში თქვენც შეამჩნევდით Buzz Lightyear-ის, Star Wars-ისა და Mickey Mouse-ის ელემენტებს… არც მუსიკა უნდა იყოს უცხო — რვაფეხასა და პატარა ბიჭის მეგობრობის ამბავს Little Mermaid-ის Part of Your World-ის ინსტრუმენტული ვერსია კიდევ უფრო ემოციურს ხდის.

ხოლო Disney-ის ფილმზე The Boy & The Octopus სარეკლამო სააგენტო adam&eveDDB-მ იმუშავა.

extra Black Friday-ზე მომხმარებელს განსაკუთრებული ფასდაკლებები დახვდება

Cryptal და CreditService+ პარტნიორობა – რას ნიშნავს ეს მომხმარებლებისთვის?