მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ახლობლები დააშორა, ოჯახები დღესასწაულებზე მაინც იკრიბებოდნენ… Disney-ს 2022 წლის საშობაო რეკლამები სრულ ტრილოგიას გვთავაზობს, რომელსაც დიდი ანიმატორები ჯერ კიდევ 2019 წლიდან გეგმავდნენ, სახელწოდებით „ჩემი ოჯახიდან შენამდე“.
მთელი სერიის განმავლობაში დისნეი თავის სადღესასწაულო რეკლამებს იმედისა და ოჯახური კავშირების გრძნობით ავსებს. წარსულსა და აწმყოს შორის საინტერესო კავშირს წარმოადგენს ბნელში „გამონათებული“ მიკი მაუსი… ამასთან, სიუჟეტები სავსეა Disney-ს, Pixar-ის, Marvel-ისა და Star Wars-ის სამყაროების პერსონაჟებით. დისნეის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ვიცე პრეზიდენტმა, სარა ფოქსმა, განაცხადა, რომ თაობათაშორისი ისტორია მაყურებლებს პერსონაჟების პირადი ცხოვრების შერწყმასთან აერთიანებს…
ტრილოგია კი ახალი დაბადებით მთავრდება, რაც დისნეის 100 წლის იუბილემდე ერთი წლით ადრე ხდება და, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია რაღაც განსაკუთრებულს ამზადებს ამისთვის. აღსანიშნავია, რომ ანიმატორები სიამოვნებით აუმჯობესებდნენ კადრებისა და რეკვიზიტების ხარისხს ყოველი გამოშვებით, რაც თითოეულ ფილმს უფრო მეტ ტექსტურას, დეტალებსა და მეტ თბილ განათებას ანიჭებდა.
„ჩემი ოჯახიდან შენამდე“ ასევე იკვლევს დისნეის მრავალწლიან მეგობრობას Make-A-Wish-თან, არაკომერციულ ორგანიზაციასთან, რომელიც უთმობს კრიტიკულად დაავადებული ბავშვების სურვილების შესრულებას უთმობს დროს. მაგალითად, შარშანდელ მოკლემეტრაჟიან ფილმში წარმოდგენილი იყო 13 წლის დილანის ნამუშევარი დიდი ბრიტანეთიდან — იგი ანიმატორობაზე ოცნებობდა.
წინა ორი ფილმის ნახვა აქ შეგიძლიათ: