5
Apr
2018

როგორ გამოიყურებიან Toy Story-ის გმირები რენტგენის ქვეშ? – პრინტ კამპანია ბავშვებისთვის

5 Apr 2018

ბავშვებისთვის საავადმყოფო და მასთან ერთად, ექიმები არც თუ ისე სასიამოვნო საკითხებია. შემოწმება, განსაკუთრებით კი ანალიზები, უმეტესობაში შიშსა და სერიოზულ უსიამოვნებას იწვევს. სწორედ ამიტომ, Our Lady’s Children’s Hospital-მა ბავშვებში რენტგენის გაკეთების შიშის დასაძლევად, ორიგინალური სარეკლამო პრინტ კამპანია შექმნა. პოსტერები, რომლებიც სააგენტო BBDO​-მ მოამზადა, დისნეი ყველასთვის კარგად ნაცნობი ანიმაციის Toy Story რენტგენზე გატარებულ მთავარ გმირებს წარმოგვიდგენს.

განხილვა