in

Disney World „ვარსკვლავური ომების” იმერსიულ სასტუმროს ხსნის

აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო თავგადასავალი!

ოდესმე გიფიქრიათ, რომ „ვარსკვლავური ომების” ხომალდის მართვას შეძლებდით? ან სინათლის მახვილით ივარჯიშებდით ან კიდევ „საბაკის” თამაშს” ისწავლიდით? Disney World გვაძლევს ამ შესაძლებლობას თავისი ახალი Star Wars: Galactic Starcruiser-ით. 

BOG
BOG

როგორც თავად ამ ფილმის დასაწყისშია, Galactic Starcruiser-იც არ კარგავს დროს გამოგონილი სამყაროს შექმნაზე. ჰალკიონის ბორტზე მყოფი სტუმრები, ფეშენებელური ვარსკვლავური ხომალდის ფანჯრიდან, რომელიც კოსმოსში კრუიზს ახორციელებს, უყურებენ, როგორ ქრება დედამიწის ცისფერი ცა, რომელიც შეცვალა ჰიპერსივრცის სიკაშკაშემ. 

რა თქმა უნდა, ამ სასტუმროში რეალურად ვერავინ ტოვებს დედამიწას, მაგრამ რეალობას მიმსგავსებული  ეს განსაცვიფრებელი გამოცდილება ამის დავიწყებას აადვილებს. სტუმრები სხედან კაბინაში, სადაც იშლება ვარსკვლავები და გამვლელი ხომალდები მოჩანს, ისინი გაეცნობიან გემის კაპიტანსა და ეკიპაჟს ორდღიანი “მოგზაურობის” განმავლობაში.

როდესაც სასტუმროზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ტიპური სასტუმრო, სადაც დაგხვდებათ სპა და სტანდარტული ოთახები. „ვარსკვლავური ომების ყველაზე განსაცვიფრებელი გამოცდილება, რაც კი ოდესმე შექმნილა“ უფრო ჰგავს ვარსკვლავური ომების ვიდეოთამაშში გადასვლას და რევოლუციურ ექსპერიმენტს, სადაც იმერსიული გართობაა შესაძლებელი.

 

მარსზე ხმის სიჩქარე უჩვეულოდ განსხვავებულია — კვლევა

ქართველი კრეატორები გვიყვებიან, როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს რუტინა და შემოქმედებითობა