in

Disney-მ წყლის ქვეშ არიელის ჩანთა შექმნა

ცოტა ხნის წინ Swarovski-მ თუ კონკიას ჩანთა შემოგვთავაზა Coperni-სთან ერთად, ახლა ბრენდი მის ნაცვლად Disney-სთან იწყებს თანამშრომლობას და ბრილიანტის შემდეგ, არიელის ჩანთას წარმოგვიდგენს. ოღონდ ჩვეულებრივი არ გეგონოთ, იგი წყლის ქვეშ შეიქმნა… 

BOG
BOG

დიზაინი კი საკმაოდ მინიმალისტურია, თუმცა ასე ვერ ვიტყოდით მისი დამზადების პროცესზე — Rapid Liquid Print-ის მიერ გრავიტაციისგან თავისუფალი 3D ბეჭდვის ტექნიკით შეიქმნა, გადამუშავებადი სილიკონისგან და წყლის ბაზის მქონე გელის დახმარებით. ფერი, რაღა თქმა უნდა, ლურჯია, ხოლო ის, თუ როდის გამოჩნდება არიელის ჩანთა თაროებზე, ამაზე ჯერ არაფერს ამბობენ…

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამისა და Axel-ის თანამშრომლობის შედეგად, ქართულმა სტარტაპებმა ინვესტიციები მოიზიდეს

„აგროპროექტი“ – საგანი, რომელიც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება