in

Disney Epic Games-თან პარტნიორობას იწყებს!

დღეს Epic-მა და Disney-მ გამოაცხადეს, რომ კომპანიები სრულიად ახალ თამაშებსა და გართობის სამყაროსთან ითანამშრომლებენ, რომელიც გააცოცხლებს დისნეის დიდი კატალოგის პერსონაჟებს Fortnite-თან გაერთიანების გზით. გარიგების შედეგად, Disney Epic Games-ში 1.5-მილიარდდოლარიან წილს მიიღებს. დიახ, პროექტის მასშტაბი საკმაოდ დიდია, რომელიც მოთამაშეებს შესთავაზებს ახალ გზას, რათა ითამაშონ, უყურონ, იყიდონ ან დაამყარონ კომუნიკაცია Disney-ის, Marvel-ის, Star Wars-ის, Pixar-ისა და სხვათა პერსონაჟებთან თუ სიუჟეტებთან. თანამშრომლობის ფარგლებში Epic Unreal Engine-ს გამოიყენებენ…

ეს აღნიშნავს დისნეის ყველაზე დიდ შესვლას თამაშების სამყაროში და გვთავაზობს ზრდისა და გაფართოების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, — აცხადებს ბობ აიგერი, Disney-ს CEO. 

დისნეისთან თანამშრომლობა ბევრისთვის კი სიურპრიზი იყო, მაგრამ ეს იდეალურად ესადაგება Epic-ის მიერ აღებულ გეზს. კომპანიამ ბოლო წლებში დრამატულად გააფართოვა Fortnite-ის მასშტაბი და ის, რაც პოპულარული საბრძოლო თამაშით დაიწყო, მომხმარებლების მიერ გენერირებულ თამაშების რეჟიმებისა და ბრენდებთან თანამშრომლობის ჰაბად იქცა. 

Disney ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელსაც ჩვენი სამყაროების გაერთიანების სჯეროდა Fortnite-ში და ისინი Unreal Engine-ს იყენებენ თავიანთ პორტფოლიოში. ახლა კი ჩვენ ვთანამშრომლობთ რაღაც სრულიად ახალი და ღია ეკოსისტემისთვის, რომელიც გააერთიანებს Disney-სა და Fortnite-ის საზოგადოებებს, — განმარტავს ტიმ სვინი, Epic-ის CEO.

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ დეკემბერში Epic-მა კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი ვალდებულება Fortnite-ის გაფართოების მიმართ, როცა go Fortnite, Rocket Racing და Fortnite Festival შემოგვთავაზა, ანუ სამი სრულიად დამოუკიდებელი თამაში, რომლებიც თავდაპირველი Fortnite-ის ჟანრისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. რაც შეეხება დისნეის, ეს პარტნიორობა და ინვესტირება ხელმისაწვდომს გახდის Epic-ის ხელსაწყოებს ონლაინ სოციალური სამყაროების შესაქმნელად, სადაც ბევრ ადამიანს ერთად შეეძლება თამაში…

შესაძლოა, ახალმა წამალმა მკერდის კიბოს აგრესიული ფორმის პროგრესირება შეაჩეროს!

პირველი კვერცხი გაჩნდა თუ ქათამი? — შესაძლოა, ამ კითხვაზე JWST-მ გვიპასუხოს