Disney-მ Iwájú-ს თრეილერი გამოაქვეყნა — ახალი მინისერიალის, რომელიც100 წლის განმავლობაში სხვა სტუდიასთან პირველ კოლაბორაციას აღნიშნავს. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, დისნეიმ Kugali Media-სთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, რაც აფრიკული ისტორიების წინა პლანზე წამოწევას შეუწყობს ხელს.
ექვსი ეპიზოდით, Iwájú ლაგოსსა და ნიგერიაში გვამოგზაურებს; მოგვიყვება ამბებს მეგობრობაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და ყოველდღიურობის მიღმა არსებული სამყაროს საიდუმლოებებზე. სიუჟეტის მთავარ გმირებად კი მეგობრები, ტოლა და კოლე გვევლინებიან. ტოლა ფუფუნებაში ცხოვრობს, ხოლო კოლე თვითნასწავლი ტექნიკური გენიოსია. სწორედ ეს ორი პერსონაჟი იწყებს იმის გარკვევას, რომ მათ ქალაქს იმაზე მეტი ფენა აქვს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ…
Iwájú-ს პირდაპირი თარგმანი „მომავალია“, რაც სიმბოლურად შეესაბამება ანიმაციის სიუჟეტს. როგორც კომპანიები აღნიშნავენ, მინისერიალი ძველისა და ახლის სინთეზია; აფრიკული კულტურის იმ მხარეების ჩვენების, რომლებიც იშვიათად ჩანს მეინსტრიმ ანიმაციებში.