თავდაპირველი ფილმის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ, Disney „ზოოტოპიას“ სამყაროში ბრუნდება! „ზოოტოპია 2“-ის თიზერის თრეილერი გულშემატკივრებს კურდღელი ჯუდი ჰოპსისა და მელა ნიკ უაილდის თავგადასავალს აცნობს. ჯინიფერ გუდვინი და ჯეისონ ბეიტმანი კვლავ ჯუდისა და ნიკის როლებს ასრულებენ, ხოლო შაკირა გაზელის როლში გვიბრუნდება, ოღონდ ამჯერად ახალი მუსიკითა და ქორეოგრაფიით. რომ არ დაგასპოილეროთ, ბევრს აღარ გავაგრძელებთ და პირდაპირ Zootopia 2-ის თიზერის თრეილერს შემოგთავაზებთ:
„ზოოტოპია 2“ კინოთეატრებში 26 ნოემბერს გამოვა.