მეტაფორულად თუ ვიტყვით, „დისნეის“ წარსულის აჩრდილი House of Mouse-ის 100 წლის იუბილეზე დაბრუნდა. Disney100-ის ათწლეულების კოლექცია მონოქრომული აღნიშვნით იწყება, რაც ბრენდის საწყისებთან გვაბრუნებს, როდესაც მიკი მაუსი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. ამის შემდეგ კი კოლექციას შეემატება ფერადოვანი გამაც, 30-იანი, 40-იანი და სხვა წლების პატივსაცემად — როგორც აცხადებენ, ეს სიახლეები ყოველთვიურად ჩაეშვება.
თუმცა მოდით, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. პირველი ეტაპი 20-იანი წლების გამოძახილია და შავ-თეთრ პალიტრაში გვთავაზობენ ისეთ ბრენდირებულ პროდუქტებს, როგორებიცაა მიკი და მინი მაუსების თავსაბურავები. ამასთანავე, რეტრო სტილის საათი, ჩანთა და თემატური სათამაშოები.
მსგავსი მიდგომით „დისნეის“ სურს, მომხმარებლებში ერთგვარი ნოსტალგიური განწყობა აღძრას და, ამავდროულად, განვითარების ხაზი გვაჩვენოს. ბრენდი თავის „ჯადოსნურ მაგიას“ ყოველ ათწლეულში განსხვავებულად ავრცელებდა და სწორედ ამის წარმოჩენა სურთ ახლა.