დისნეილენდი ბავშვურ ჯადოსნურ სამყაროსთან და წარმოსახვასთან ასოცირდება, ზრდასრულ ასაკშიც კი. ესაა ადგილი, სადაც ერთხელ მაინც გვიოცნებია მოგზაურობაზე, სადაც ყველაფერი, რაც ანიმაციაში გვინახავს, ცოცხლდება და გვიჭირს რეალობასა და წარმოსახვას შორის მკაფიო საზღვრის გავლება. 2022 წლის 12 აპრილს პარიზის დისნეილენდი 30 წლის გახდა. ჯადოსნური თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებების ათწლეულოვან ისტორიას დისნეილენდმა სააგენტო BETC-თან ერთად, კამპანია მიუძღვნა.
პარიზის დისნეილენდი 30 წლის გახდა











