ამბავი ასეთია — Disney-მ ახალი ალბომი გამოუშვა და ჩვენთვის კარგად ნაცნობი კლასიკური მუსიკები მულტფილმებიდან სრულიად ახალ ჟანრში წარმოგვიდგინა, რომლებიც პანკის, ალტერნატიული როკისა და პოპარტისტების მიერაა შესრულებული.
ამგვარად, გულშემატკივრები განახლებული ჰანგების მოსმენას New Found Glory-ისგან, Mayday Parade-ისგან, Simple Plan-ისგან, Magnolia Park-ისგან, Yellowcard-ისგან, We The King-ისგანs, Plain White T’s-ისგან, Meet Me @ The Altar-ისგან, Boys Like Girls-ისგან, Tokio Hotel-ისგან, LØLØ-სა და Bowling For Soup-ისგან უნდა ელოდნენ.
![]()
„Disney-ის ფილმებს ჩვენს ოჯახებთან ერთად ვუყურებდით და ასე გავიზარდეთ, ახლა ამას ჩვენს შვილებთან ერთად ვაკეთებთ, შესანიშნავია, რომ ამ ალბომში მონაწილეობის მისაღებად მოგვიწვიეს“, — აცხადებენ Simple Plan-ში.
ისეთ სიმღერებში, როგორებიცაა The Little Mermaid-ის Part of Your World და Simple Plan’s Can You Feel the Love Tonight The Lion King-იდან ორიგინალი მაგიის ერთგული დარჩებიან, თუმცა განახლებას აქაც შევხვდებით.
![]()
„გვინდოდა პატივი მიგვეგო ელტონ ჯონის ორიგინალი ვერსიისთვის და ამასთან, მასში ჩვენი სტილი შეგვეტანა, რათა მეტად სახალისო და ენერგიული გამხდარიყო. აღფრთოვანებული ვართ შედეგით და იმედი გვაქვს, რომ ყველა ისიამოვნებს“, — ამბობენ ბენდის წევრები.
Disney-ის ახალი ალბომი Spotify-სა და Apple Music-ში უკვე ხელმისაწვდომია.
![]()
ალბომის სრულ ჩამონათვალს კი ქვემოთ შეგიძლიათ, გაეცნოთ:
-
- Part of Your World from The Little Mermaid by New Found Glory
- Remember Me from Coco by Mayday Parade
- Can You Feel the Love Tonight from The Lion King by Simple Plan
- I2I from A Goofy Movie by Magnolia Park
- A Whole New World from Aladdin by Yellowcard
- Go the Distance from Hercules by We The Kings
- Surface Pressure from Encanto by Plain White T’s
- You’ve Got a Friend in Me from Toy Story by Meet Me @ The Altar
- You’ll Be in My Heart from Tarzan by Boys Like Girls
- Colors of the Wind from Pocahontas by Tokio Hotel
- Let It Go from Frozen by LØLØ
- Friend Like Me from Aladdin by Bowling For Soup













