in

როგორ დაუბრუნდა დისნეი წარმატებულ შემოქმედებით გზას? -HBR

jun16-03-000081492951-1024x576

pasha-statiebi
pasha-statiebi

დღეს ყველა სფერო სწრაფად იცვლება და წარმატების ერთადერთი გასაღები ამ ცვლილებებზე მორგებაა, სტრატეგია კი, შესაბამისად, ნოვატორობა. ამ მიმართულებით დისნეი და Warner Brothers კონტრასტულ ინტრუქციებს იძლევიან.

როცა დისნეის თავჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ იგერმა 10 წლის წინ 7.4 მილიარ აშშ დოლარად პიქსარი შეიძინა, ყველამ გიჟად მონათლა. დისნეის იმპერია ანიმაციის სათავეებში დგას. მისი კლასიკური გმირები – მიკი და მინი მაუსები, დონალდ დაკი, გუფი და დისნეის პრინცესები ყველაზე ცნობილი და მსოფლიოსთვის საყვარელი პერსონაჟები არიან. ამისდა მიუხედავად, დისნეის რამდენიმე ნოვატორული, გამრღვევი იდეა ესაჭიროებოდა.

„ურჩხული და მზეთუნახავი“, „ალადინი“ და „მეფე ლომი“ 1990-იანების კარგი მულტფილმები იყო. ახალი ათასწლეულის დაწყებასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა – პიქსარის „მონსტრების კორპორაცია“, „ნემოს ძიებაში“ და „ყველაზე მაგრები“ ყველას პირზე აკერია. იგერმა სწორად შენიშნა, რომ პიქსარის საყოველთაოდ ცნობილი „სათამაშოების ისტორიის“ გმირებმა, რომლებიც 2005 წელს გამოჩნდნენ, ჰონ კონგის დისნეილენდის პარადი გახსნეს, ამ დროს კი, დისნეის ანიმირებული პერსონაჟები, მაგალითისთვის, ლილუ და სტიჩი (2002 წ.) აბსოლუტური პასიურობით გამოირჩეოდნენ (თუმცა, მიკი მაუსის და მისი მეგობრების უგულებელყოფა არ შეიძლება – ისინი ყველგან ჩანან). იგერს შეეძლო დისნეის გაცოცხლება კომპანიის შიგნიდან ეცადა, მაგრამ გააცნობიერა, რომ ზოგჯერ შესაძლებლობა სწორედ რომ რამდენიმე ბიზნესის ალიანსის შედეგად ჩნდება. ასე რომ, პიქსარის მაშინდელ დირექტორთან, სტივ ჯობსთან შეთანხმება გააფორმა და შეიძინა კიდეც პიქსარის ლიცენზია (დისნეის პიქსარის ფილმების გავრცელების უფლებას ვადა 2006 წელს გასდიოდა. პიქსარმა ამ თარიღამდე 2 წლით ადრე განაცხადა, რომ დისნეისთან კონტრაქტის განახლებას არ აპირებდა).

ეს იყო მომავლისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. რამდენიმე წლის შემდეგ, 2009 წელს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს დგამს და 4 მილიარ აშშ დოლარად Marvel Entertainment-ს ყიდულობს. ამ დროისთვის ყველა ფიქრობდა, რომ დისნეიმ მარველში საკმარისზე მეტი გადაიხადა, რადგან მარველის 3 წამყვან გმირის – სპაიდერმენის (სონი), შესანიშნავი ოთხეულის (20th Century Fox) და X-Men-ის (20th Century Fox) სალიცენზიო ვადა მალევე იწურებოდა. ამისდა მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ დისნეიმ რამდენიმე ფილმის – „კაპიტანი ამერიკის“, „რკინის კაცის“, „შურისმაძიებლების“ და „თორის“ კინოგაქირავებაში ჩაშვებით დიდ წარმატებას მიაღწია.

იგერმა პიქსარის და მარველის შეძენით 2012 წელს ჯორჯ ლუკასი დაარწმუნა მათთვის Lucas film მიეყიდა (დაახლოებით 4 მილიარდ აშშ დოლარად). ამ გარიგებამ კი, დისნეის „ვარსვლავური ომები“ და „ინდიანა ჯონსი“ მოუტანა.

ამ სამმა შენაძენმა დისნეის შემოქმედებითი სისხლი მთლიანად განაახლა და საშულება მისცა ამ პოპულარული გმირებიდან შემოსავალი ყველა შესაძლო არხის საშუალებით მიეღო, იქნებოდა ეს თემატური პარკები, ფილმები, თუ სათამაშოები – ყველაფრიდან, რისი მოფიქრებაც კი შეძლო დისნეიმ. მაგალითისთვის, „შურისმაძიებლები“ მაღალ შემოსავლიანი ფილმია, მაგრამ მოგება დისნეის თემატური პარკებიდანაც მოაქვს. ეს სტრატეგია, როგორც ასეთი, დისნეის ნოვატორული ნაბიჯი იყო.

ასეთ გამაჯანსაღებელ მიდგომას თავისი დივიდენებიც აქვს. 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მაისამდე, 6 თვის პერიოდში, დისნეიმ „ვარსკვლავური ომებით“, „ჯუნგლების წიგნით“ და „კაპიტანი ამერიკა: მსოფლიო ომით“ კინოგაქირავების 25% დაიკავა. იგერის თქმით, წლის პირველ კვარტალში დისნეიმ თავის ისტორიაში ყველაზე დიდი კვარტალური შემოსავალი დააგროვა, ისე რომ, ზედიზედ 10 კვარტლის განმავლობაში თითოეულ აქციაზე შემოსავლის ორნიშნიანი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის: აზიის ახალგაზრდა თაობის წყალობით, დისნეი, სავარაუდოდ, დისნეილენდის თემატურ პარკებს მომხიბლავი გმირებითა და ისტორიებით გაამდიდრებს.

ამ სამი შენაძენის და თავად უოლტ დისნეი ანიმაციის და უოლდ დისნეი ფილმის გაერთიანებით დისნემ ხუთი კინო-ბრენდის სტუდიის მფლობელი გახდა. თითოეულ მათგანს უამრავი სახასიათო გმირი ჰყავს თავისი ისტორიებით და სავაჭრო პოტენციალით.

უორნერ ბროზერსის (WB) შემოსავალი 2015 წლის მეოთხე კვარტალში 13%-ით დაეცა. ფილმმა „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის საწყისი“, რომელმაც 2016 წლის აპრილში, ფილმის კინოგაქირავებაში ჩაშვების პირველ შაბათ-კვირას 166 მილიონი დოლარი დააგროვა, მეორე კვირაში მისი შემოსავალი მკვეთრად, 69%-მდე დაეცა. არც კრიტიკოსებს დაუნდიათ, Rotten Tomatoes-ზე მხოლოდ 28%-იანი რეიტინგი მიიღო.

WB თავის ფილმებთან დაკავშირებით კარგად გამოცდილი გზით მოქმედებს. ყველაზე მეტად ეს DC კომიქსის სუპერგმირებზე შეიძლება ითქვას. თუ სტრატეგია ადრე მუშაობდა, ახლაც უნდა იმუშაოს. შესაბამისად “ბეტმენს” (1989) “ბეტმენი ბრუნდება” (1992) მოჰყვა, შემდეგ “მუდამ ბეტმენი” (1995) იყო, რასაც “ბეტმენი და რობინი” (1997), “ბეტმენი იწყებს” (2005), “ბნელი რაინდი” (2008) და “ბნელი რაინდის აღზევება” (2012) მოჰყვა. ანალოგიურად, “სუპერმენი” (1978) “სუპერმენ 2”-ით (1980) გაგრძელდა, შემდეგი „სუპერმენ 3“ (1983), „სუპერმენ 4“ (1987), „სუპერმენი ბრუნდება“

(2006) და „რკინის კაცი“ (2013) იყო. კულმინაცია კი წლევანდელი „ბეტმენი და სუპერმენია“. WB-ის მიდგომა იმიტაციას ჰგავს. მარველის პოპულარული სუპერგმირების სათავგადასავლო ფილმების (მაგალითისთვის, ”შურისმაძიებლები“) საპასუხოდ, WB თავისი DC-ის არმიიდან ანალოგიური ისტორიების ეკრანიზაციას მიმართავს (მაგალითისთვის, „თვითმკლელთა რაზმი“, „საოცნებო ქალი“ და „სამართლიანობის ლიგა“). თითქოს, მიმდინარე ფილმების გაგრძელებებით შემოსავლის შექმნა სწორი გზაა. თუმცა, დისნეიმ საკუთარი თავი ხელახლა შექმნა, WB კი მხოლოდ დისნეის ნაბიჯების იმიტაციითაა დაკავებული.

წარსული მოქმედებების გამეორება, ან სხვისი მოქმედებების დაკოპირება, სულაც არ ნიშნავს ინოვაციას. მაგრამ, მომავალ წარმატებას სწორედ ინოვატორობა განაპირობებს. თუმცა, აქვე უნდა აღინშნოს, რომ WB ინოვაციების საკუთარი ისტორია აქვს: სწორედ მათ გაუშვეს პირველი ხმოვანი ფილმი „ჯაზის მომღერალი“ 1927 წელს და კინოსერიალებით „ფესვები“ და „ეკლებში მომღერალი“ (1970-იანები) სატელევიზიო მინისერიალების ოქროს სტანდარტი დაამკვიდრა.

თუმცა, დღეს, WB საკუთარ წარმატებულ წარსულსა და დისნეის შორის გაიჭედა.

დისნეის და უორნერ ბროზერსის ერთმანეთის საპირისპირო ბედისწერა მუდმივი ნოვატორობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მართლაც, გრძელვადიანი წარმატება სწორედ მასზეა დამოკიდებული.

წყარო: Harvard Business Review

web-rubrikis-sponsori-150dpi-01



როგორ დააჩქარეს ფრანგმა მომხმარებლებმა KFC–ის ახალი რესტორნის გახსნა?! – ახალი მარკეტინგული მიდგომა

როგორ მივხვდეთ, რომ კანდიდატი მზად არის მმართველი პოზიციისთვის? – HBR