in

3D ბურთი ხანძრისგან განადგურებულ ტყეებს ბიომრავალფეროვნებას დაუბრუნებს!

DISPERSEED იმედოვნებს, რომ ხანძრის შედეგად განადგურებულ ტყეებს მცენარეთა მრავალფეროვნებასა და აყვავებულ ეკოსისტემას დაუბრუნებს. 3D ბურთი იწვევს ცხოველებსა და ფრინველებს, რათა მივიდნენ და მისით გამოიკვებონ, ეს კი თესლს ტყეში არსებულ მიწაზე მოხვედრის საშუალებას აძლევს. 

M2
M2

სამწუხაროდ, ხანძარი ჩვენი სამყაროსთვის ახალი პრობლემა არ არის. მეტიც, მილიონობით წლის განმავლობაში მცენარეთა გარკვეული სახეობები ხანძრებსაც კი შეეგუა და მათ „პიროფიტური“ მცენარეებიც კი დაარქვეს. თუმცა გადარჩენის მსგავსი ტაქტიკა ტყის ბუნებრივ მრავალფეროვნებაში დისბალანსს იწვევს. ეს გავლენას ახდენს არსებულ ეკოსისტემაზე, ამასთან, მას ხანძრისკენ უფრო მიდრეკილს ხდის, რადგან პიროფიტური ხეები ხშირად მეტად მშრალია, რაც, თავის მხრივ, აალებას ამარტივებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ტყის ხანძრების თავიდან აცილება/პრევენცია წარმოუდგენლად რთული ამოცანაა, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამრეწველო დიზაინერებმა გამოსავალი DISPERSEED-ის სახით იპოვეს, რაც ტყეებში ბიომრავალფეროვნებას დააბრუნებს. 

DISPERSEED კაშკაშა წითელი ბურთია, რომელიც ხანძრისგან განადგურებულ ტყეში შეგიძლიათ დაკიდოთ. დიახ, იგი მცენარის თესლით არის სავსე, რომელიც ან მიწაზე ცვივა ან მას ცხოველი და ფრინველი ჭამს, ეს უკანასკნელი კი თესლის ფართო მასშტაბზე გავრცელებას დიდად უწყობს ხელს. ხოლო მას შემდეგ, რაც თესლი ცხოველის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოექცევა, იგი გარსს კარგავს, რაც მის გაღვივებას ამარტივებს. ეს მეთოდი ჩვენთვის ენდოზოოქორიის სახელით არის ცნობილი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ DISPERSEED ბუნებრივი მასალებისგანაა დამზადებული, შესაბამისად, მისი დარჩენილი ნაწილი ჩვეულებრივ ბიოდეგრადირდება. 

ეს პროდუქტი საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ უფრო ჯანსაღი და მდგრადი ტყეები, რომლებსაც ხანძრების მიმართ მეტი გამძლეობა აქვთ. ამასთან, იგი ბუნებრივი მრავალფეროვნების გასაძლიერებლად და მომავალში ხანძრების თავიდან ასაცილებლად სხვა ტერიტორიებზეც შეგვიძლია განვათავსოთ, — აცხადებენ დიზაინერები.

პირველი „ემოჯი“ 40 წლის გახდა!

Microsoft Defender-ის ვებინარი — თანამედროვე მიდგომა სამუშაო ადგილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად