in

არიქა, კონკურსია! შეგიძლია ისწავლო ჰარვარდში, სტენფორდში, მოიგო MacBook ან Apple Watch!

თუკი მეცნიერება და ინოვაციური ტექნოლოგიები გაინტერესებს, გირჩევ, ბოლომდე წაიკითხო

თუკი, მეცნიერება და ინოვაციური ტექნოლოგიები გიზიდავს, ჩვენ გეტყვით, როგორ შეგიძლია ისწავლო ჰარვარდში, სტენფორდში ან სხვა წამყვან უნივერსიტეტში, მოიგო MacBook ან Apple Watch, ამ კონკურსის დახმარებით. ამ ჯილდოს მიღება პროექტ Disrupt Camp-ის მონაწილეობით შეგიძლია. Disrupt Camp-ის დახმარებით შეძლებ იმუშაო რეალურ პროექტებზე, გააზიარო გამოცდილება, მიიღო ექსპერტებისგან რჩევები და უკუკავშირი, ეფექტური გადაწყვეტილება შესთავაზო და საკუთარი იდეები რეალობაში მოიყვანო. პროექტი ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

  • მეცნიერება ყველასთვის
  • მომხმარებელი, როგორც ბიზნეს ორიენტირი 
  • მწვანე მომავალი
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტი

შენი მიზანია, ახალგაზრდული პროექტის Disrupt Camp ფარგლებში, სწორედ ამ მიმართულებებით არსებული ამოცანები აღმოაჩინო და გადაწყვეტის ინოვაციური გზები მოუძებნო. მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, ესაა შესაძლებლობა, საკუთარი ხედვა ადგილობრივი თუ გლობალური გამოწვევების საპასუხოდ მიმართონ.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

Disrupt Camp-ში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტებს, ასევე, 2019 და შემდეგი წლების კურსდამთავრებულებს. კონკურსში, საერთო ჯამში, ჩაერთვება 20 გუნდი – საქართველოდან, სომხეთიდან და მოლდოვადან.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე Disrupt Camp-ში მონაწილეობისთვის?

  • კარგად იცოდე ინგლისური ენა
  • გწყუროდეს სწავლა და განვითარება
  • მზად იყო შენი შესაძლებლობების გასახსნელად
  • ძალიან გაინტერესებდეს ინოვაციები და კრიტიკული აზროვნება
  • შეგეძლოს მრავალფეროვან გუნდთან ერთად ინტენსიური მუშაობა

რა შესაძლებლობებს მოგცემს პროექტი:

იმუშავებ რეალურ პრობლემაზე
შექმნი კონტაქტების საერთაშორისო ქსელს
მიიღებ განვითარების შესაზლებლობას საერთაშორისო სესიებზე, ინოვაციების, მეცნიერებისა და დიზაინ ფიქრის ექსპერტებთან
კოლეგებს, სხვადასხვა ქვეყნიდან, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებ
მიიღებ ჯანსაღ უკუკავშირსა და ქოუჩინგს

პროექტის ფარგლებში, იმუშავებ სამი წევრისგან შედგენილ ჯგუფში, რომელიც სამი ქვეყნის წარმომადგენლისგან იქნება დაკომპლექტებული. გუნდთან ერთად შექმნი ინოვაციურ გადაწყვეტილებას რეალურ პროექტზე, შეისწავლი იდეის ფორმირების პროცესსა და დიზაინ ფიქრს. გაეცნობი საერთასორისო გუნდთან ერთად, თიმბილდინგის, დროის მენეჯმენტისა და ერთობლივი მუშაობის მიდგომებს.

ესაა შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღო და გააზიარო ღირებული გამოცდილება და იმუშაო საერთაშორისო პროფესიონალებთან ერთად.

როგორ განაწილდება ჯილდო?

პირველი ადგილის მფლობელი გუნდი მიიღებს შესაძლებლობას, გაიაროს მოკლევადიანი სასერტიფიკატო ონლაინ კურსი ისეთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში, როგორიცაა ჰარვარდი, სტენფორდი და სხვა, მეორე ადგილის მფლობელი გუნდის წევრები დასაჩუქრდებიან MacBook-ით, მესამე ადგილის მფლობელები კი მიიღებენ Apple Watch-ს.

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსე აპლიკაცია, აი, ამ ბმულის საშუალებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 28 თებერვალი.

კონკურსის ინიციატორია „ფილიპ მორის ინტერნეიშენალი“.

 

[R]

“ალიზის” მეგობრული სამეზობლოს ამბავი

ნახეთ: როგორია Porsche 911-ის განახლებული ვერსია