in

„თუ მოპარვას მოახერხებ, შენი იყოს“ — სპორტული ტანსაცმლის ბრენდის კამპანია

კვლევითი ფირმა Fortune Business Insights-ის თანახმად, ბოლო პერიოდში სპორტული ტანსაცმელი „მოდურ განცხადებად“ იქცა. ასეთი ტემპის მიხედვით, გლობალური ბაზარი წლევანდელი 193,89 მილიარდი დოლარიდან 2030 წლისთვის $305,67 მილიარდამდე გაიზრდება. თუმცა ინდუსტრიის წარმომადგენლები მაინც ინარჩუნებენ საკუთარ ფესვებს, რაც ჯანსაღ აქტივობებსა და სპორტული ტანსაცმლის პირვანდელ დანიშნულებას, ვარჯიშს უკავშირდება.

სწორედ ამ იდეის ირგვლივ ტრიალებს Enter Distance-ის, ფრანგული საცალო ბრენდის კამპანიაც, რომელიც სააგენტო BETC Paris-თან თანამშრომლობით შეიქმნა. „Rob It To Get It“ სახელწოდებით, კამპანია მარკეტინგულ აზარტულ თამაშს უფრო ჰგავს — კერძოდ, ბრენდმა მომხმარებლებს მოუწოდა, 13 სექტემბერს მისი მაღაზია მოხერხებულად გაეძარცვათ და თუ ამას შეუმჩნევლად გააკეთებდნენ, ყველაფერი თავად დარჩებოდათ.

თუმცა ეს არც ისე მარტივი დავალება ყოფილა, ვინაიდან დაცვად მორბენალი დააყენეს, რომელიც 100 მეტრის გარბენას 10 წამზე ნაკლებ დროს ანდომებს. ალბათ, ამიტომაც მიიღეს მასობრივი ძარცვის ნაცვლად მხოლოდ ორი გამარჯვებული — 74 მცდელობა კი მარტივად აღკვეთა დაცვამ.

რეალურად, კამპანიის მიზანი იმის ხაზგასმა იყო, რომ Distance-ის პროდუქცია სირბილის ნამდვილი მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი. „ჩვენი ბრენდის კონცეფცია ხელოვნებას, მოდასა და დიზაინს ეფუძნება. თუმცა პრიორიტეტი ყოველთვის სპორტული ცხოვრების მხარდაჭერა იყო, ამისათვის კი მომხმარებლებს სათანადო აღჭურვილობას ვაწვდით“, — ამბობს ბრენდის დამფუძნებელი, გიომ პონტიე.

კენგო კუმას კონცეფციით სილქ დეველოპმენტი ბათუმში სილქ თაუერსს ააშენებს

Apple Pencil-ის ახალი მოდელი USB-C პორტით გამოვა