in

SLOW PULSE-ისა და FOURK-ის შემქმნელები წარმოგიდგენთ DISTRICT 9 PRODUCTIONS-ს

გახსოვთ ფილმი “District 9”, სადაც მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელად, აფრიკის კონტინენტის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩერდება, ადამიანები კი უცხოპლანეტელებს სამხრეთ აფრიკაში დროებით საცხოვრებლად ტერიტორიას გამოუყოფენ, რომელსაც „მეცხრე რაიონი ჰქვია?!“

ჩვენი სივრცე და ლოკაცია ერთმანეთს ამავე ემოციით დაუკავშირდა და გაჩნდა კომპანიის დასახელებაც – “DISTRICT 9 PRODUCTIONS“.

SLOW PULSE-ის და FOURK-ის შემქმნელები წარმოგიდგენთ DISTRICT 9 PRODUCTIONS-ს, აფრიკის დასახლების ერთ-ერთ მივიწყებულ გარეუბანში. სწორედ აქ იმიტომ, რომ ავტორების გადაწყვეტილებით, ადგილი მარტივად მისადგომი, მოსახლეობისგან დაშორებულ საწარმოო ტერიტორიასა და წარმოებისთვის საჭირო მასალების შესაძენ დიდ ობიექტებთან ახლოს უნდა ყოფილიყო…

SLOW PULSE და FOURK 10 წელია, ქართულ კინო და სარეკლამო სივრცეში საქმიანობენ და სამხატვრო მომსახურებას უზრუნველყოფენ.

2019 წელს, 5 ადამიანის გაერთიანების შედეგად: გიორგი ყარალაშვილი და მარიამ იაკობაშვილი – SLOW PULSE GROUP-დან, ბექა სადაღაშვილი და თამარ ჭავჭანიძე – FOURK GROUP- დან, ასევე, დავით ყარალაშვილი, რომელსაც თანამედროვე დანადგარებთან მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება აქვს,  DISTRICT 9 PRODUCTIONS დაარსდა, რომელიც როგორც გიორგი ყარალაშვილი გვიყვება, თავის თავში ახალ გადასაღებ პავილიონს, მაღალტექნოლოგიურ სახელოსნოსა და სუპერშესაძლებლობების მქონე სამხატვრო დეპარტამენტს მოიცავს.

გიორგი ყარალაშვილი DISTRICT 9 PRODUCTIONS-ის შესახებ დეტალებს გვიზიარებს: 

M: გიორგი, რა გახდა DISTRICT 9 PRODUCTIONS-ის დაფუძნების წინაპირობა და რა პრობლემას ჭრით ბაზარზე თქვენი გამოჩენით?
იდეა მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდა. 2018 წელს, ერთ-ერთ უცხოურ პროექტზე ვიმუშავეთ, რომელიც სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის საქართველოში მასობრივი ბატალური სცენების გადაღებას აწარმოებდა – პროექტ „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში. სწორედ ამ პროექტზე დაგვჭირდა სპეციფიკური მასალები და დანადგარები, კინოწარმოებაში აქტიურად რომ გამოიყენება, თუმცა საქართველოში არც მსგავსი მასალები მოგვეპოვებოდა და არც ტექნოლოგია. ამის გამო, კონკრეტულ პროექტზე დიდი რაოდენობის რეკვიზიტისა და ბუტაფორიული საბრძოლო იარაღების ქვეყნის გარედან შემოტანა მოგვიწია. დავიწყეთ ფიქრი, რომ კარგი იქნებოდა, თუ მსგავსი ინდუსტრია და ტექნოლოგიები ჩვენთანაც განვითარდებოდა.

2019 წლის ზაფხულშიც შევხვდით მსგავს გამოწვევას, კიდევ უფრო მასშტაბურ ბრიტანულ პროექტზე – სრულმეტრაჟიან ფილმზე და სამწუხაროდ, მოგვიწია, რამდენიმე ათეული ათასი ლარის ინვესიტიციის ქვეყნის გარეთ გაშვება. სწორედ ამ პროექტის შემდეგ შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, ჩვენი ფიქრები რეალობად გვექცია. შევისწავლეთ მასალები, დანადგარი, მოვიძიეთ კონტაქტები ქვეყნებთან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ მსგავს ინდუსტრიაში, ვიპოვეთ სივრცე და შევიძინეთ დანადგარები.

მიზნად დავისახეთ, შეგვექმნა მრავალი შესაძლებლობის მქონე კომფორტული გადასაღები გარემო. მოკლედ, ჩვენი გეგმები ერთი სლოგანის ქვეშ გავაერთიანეთ, რომელიც სამწუხაროდ, Warner Bros. Studio-ს ეკუთვნის: “You Dream We Stage”.

M: უფრო დეტალურად მოგვიყევი კინო და სარეკლამო ინდუსტრიის ახალ, ალტერნატიულ სივრცეზე… რა არის ბაზარზე DISTRICT 9 PRODUCTIONS-ის უპირატესობა?
პროცესში მივხვდით, რომ შეგვეძლო, არა მხოლოდ ერთი სახელოსნოს მიმართულებით წავსულიყავით, არამედ გვეპასუხა ქართული კინო და სარეკლამო სივრცის სხვა მოთხოვნებსა და გამოწვევებზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეერთიანებინა სახელოსნო, გადასაღები მოედანი, სარეკვიზიტორო და ამით კინო და სარეკლამო ბაზრისთვის მაღალი ხარისხის სრული მხატვრული მომსახურება შეგვეთავაზებინა – დაწყებული პროექტის კრეატიული განვითარებიდან, დამთავრებული იდეების პრაქტიკულ განხორციელებამდე.

პავილიონზე STAGE#9 მუშაობისას გადავწყვიტეთ, მიღებული სტანდარტები აგვეღო და ჩვენი სივრცისთვის მოგვერგო. პავილიონს აქვს საკუთარი საგრიმიორო, გარდერობი და მოსასვენებელი ოთახი – ყველა საჭირო ინვენტარით. ასევე, პავილიონის იატაკში ჩამონტაჟებული სანიაღვრე სისტემა წვიმის გადაღების შესაძლებლობას იძლევა, რაც ჩვენს ბაზარზე სიახლეა.M: რა კუთხით აპირებთ District 9 Productions-ის განვითარებაა და ზოგადად, როგორ ხედავთ თქვენს როლს, სფეროს მხარდაჭერის მხრივ?
სექტემბრიდან, DISTRICT 9 PRODUCTIONS საგანმანათლებლო პროცესში ვორქშოპების სახით ჩართვას გეგმავს, უფრო ზუსტად, სამხატვრო დეპარტამენტის მიმართულებით. გვინდა, რომ ფართო საზოგადოებას სამხატვრო დეპარტამენტის შიდა სამზარეულო გავაცნოთ, ასევე, თითოეული დაკავშირებული რგოლის მნიშვნელობა, შემოქმედებითი და ტექნიკური სამუშაო პროცესი.

სექტემბრიდან, ასევე, გვინდა, დამწყებ რეჟისორებსა და კინომწარმოებლებს პერიოდულად დავუთმოთ სივრცე იმ პირობით, რომ ჩვენს ვორქშოპებში მონაწილე დამწყებ მხატვრებს საშუალებას მისცემენ, წარმოების პროცესში ჩაერთონრადგან მიგვაჩნია, რომ ახალი თაობისთვის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მათი შემოქმედებითი და ტექნიკური უნარების განვითარებასა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.გვჯერა, რომ პროფესიონალური მიდგომებით, მაღალი სტანდარტების გათვალისწინებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით ქართულ კინო და სარეკლამო წარმოებას და მსოფლიო კინო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა გავხდებით.

NASA-ს ლაბორატორიაში, სახის შეხების შესამცირებლად, მოწყობილობა შექმნეს

„დისტანციის გაქრობა – ეს არის სწრაფი ინტერნეტი” – სილქნეტი