კაცობრიობისთვის კიბო ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება, რადგან დაავადებისგან განსაკურნებელი სრულად ეფექტური საშუალება არ არსებობს. თუმცა ამჯერად მეცნიერები დამაიმედებელ მიღწევაზე საუბრობენ — ავსტრალიის პიტერ მაკკალუმის კიბოს ცენტრის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ წამალი, სახელწოდებით Divarasib დადებითად მოქმედებს სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობაზე.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, Divarasib-ის დამოუკიდებელი მოქმედებისას პაციენტების მდგომარეობა 35,9%-ით უმჯობესდება; ხოლო მისი პრეპარატ Cetuximab-თან სინთეზის შემთხვევაში პაციენტების 62%-ს კარგი შედეგები ჰქონდა. სხვა სიტყვებით, ნაწილში დაავადება სრულად აღმოიფხვრა, ზოგიერთს კი შეუმცირდა. მთლიანობაში, NewAtlas-ის ინფორმაციით, ამგვარი მეთოდი 20-ჯერ ეფექტიანია, ვიდრე ამჟამად არსებული სხვა საშუალებები.
უბრალოდ, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პრეპარატი ძალიან მიზანმიმართულია და მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა მხოლოდ მცირე ნაწილისთვის იქნება შედეგიანი.