მანამ, სანამ Divertido Tequila-ს ამ სახით იხილავდით, The Rooster Factory-ის სტუდიის წინაშე შემდგომი ამოცანა იდგა, შეექმნათ კონცეფცია, რომელიც მექსიკურ კულტურაში იქნებოდა ფესვგადგმული, ადგილობრივებსაც შეეხებოდა და სტუმრებსაც მოხიბლავდა. ძლიერი ვიზუალიც უნდა ჰქონოდა, რომელიც კონკურენტულ ბაზარზე ბრენდს გამორჩეული ადგილის დაკავებაში დაეხმარებოდა…
ინსპირაცია კი Lotería-ს მექსიკური სამაგიდო თამაში გახლდათ, რომელიც ფერადი გამოსახულებებითა და ადგილობრივი სულისკვეთებით გამოირჩევა, შესაბამისად, ტეკილას ბრენდშიც მთავარ როლს ითავსებს. ჩათვალეთ, რომ თითოეული ბოთლი ბანქოს თითო კარტია, რომელიც ცდილობს, ყოველ ასპექტში ბედნიერება შეიტანოს. თანაც, Divertido-ც მხიარულებად ითარგმნება.
ამგვარად, შეფუთვასა და ვიზუალურ იდენტობაშიც Lotería-თი შთაგონებულ ილუსტრაციებს ვხედავთ, რომლებიც კაზინოს მაგიდებსაც კი მოიცავს, მკვეთრი ფერებითა და თანამედროვე ხედვითაც გამოირჩევა, თუმცა ამასთან, კაზინოს კლასიკურ ელემენტებსაც აერთიანებს.
La Juventud-ზე იღბლიან ნომრად 4-იანია ასახული, ფირუზისფერი კი იმედის სიმბოლოდ გვევლინება, რომელიც ახალგაზრდულ სულისკვეთებას ასახავს. El Paraíso-ს კი უკვე 7-ით აღნიშნავენ და მზის ტონებით წარმოგვიდგენენ, ხოლო La Alquimia 9 ნომრით შეამკეს და მას მისიად ტრანსფორმაციის მაგიის ჩვენება განუსაზღვრეს.