in

DIY ტრენდები — როცა ჰობი ცხოვრების წესი ხდება

ხელნაკეთი ნივთების უმსხვილესმა კომპანია Michaels-მა თავისივე პირველი Creativity Trend Report წარადგინა და 6 ტრენდი გაგვაცნო, რომლებიც 2025 წელს ხელნაკეთი ნივთების ბედს განსაზღვრავს. ინსაითები 1300 მაღაზიიდან და მილიონობით მეწარმისგან მიიღო, შედეგები კი ასახავს, როგორ ვითარდება შემოქმედებითობა ჰობის მიღმა, ანუ როგორ ყალიბდება ცხოვრების წესად. ახლა თითოეული განვიხილოთ:

BOG
BOG

Gateway Crafts

ხელნაკეთი ნივთების ავტორები თავიდანვე ექსპერტები ნამდვილად არიან და სწორედ ასეთებისთვისაა Gateway Crafts-იც — აქ დამწყებებისთვის განკუთვნილი პროექტები მოიაზრება, რომლის შთაგონებაც უმეტესად ტიკტოკის ან სხვა სოციალური პლატფორმების ტუტორიალები გახლავთ. ასე კი მარტივ გზად იქცევა შემოქმედებით სამყაროში შესაბიჯებლად, იქნება ეს ციფრების დახმარებით გაფერადება თუ ქარგვა, მსგავსი პროექტები ამ სფეროში დამწყებ ადამიანებს თავდაჯერების მოპოვებაში ეხმარება ისე, რომ არც ძვირადღირებულ ხელსაწყოებსა თუ ტექნოლოგიებში მოუწიოთ ინვესტირება. ამგვარად, შემოქმედებითობასაც იმაზე ხელმისაწვდომს ხდის, ვიდრე ოდესმე ყოფილა. 

Emotional Support Crafts

ეკრანმა უკვე ძალიან გადაღალა ადამიანები, ამიტომ ხელსაქმე საკუთარ თავზე ზრუნვად კლასიფიცირდა. მაგალითისთვის ქსოვა ადამიანებს მედიტაციურ გზას სთავაზობს ციფრული სამყაროდან თავის დასაღწევად. პროცესში განმეორებითი მოძრაობები დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის, რითაც Mindfulness-ის ტექნიკას ემსგავსება. ასე კი კრეატიულობა ისეთივე თერაპევტული მნიშვნელობის ხდება, როგორიც მედიტაციაა. 

DIY and Dine

აქ კი უკვე სოციალურ შეკრებებზე არსებულ ვორკშოფებზე გვესაუბრებიან, რა დროსაც ხან სანთლებს ამზადებენ, ხან ხატავენ და ხანაც სამკაულებს აწყობენ, რომ აღარაფერი ვთქვათ სასმელებსა და საჭმელზე. მსგავსი შეკრებები შემოქმედებითობას საერთო გამოცდილებად აქცევს და მოგონებების შექმნაშიც გვეხმარება. 

Gifting with Love, Not Labels

მოდაში პერსონალიზებული საჩუქრები შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ხელნაკეთ ნივთებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც სენტიმენტალურ ღირებულებას ატარებს. ისეთი საჩუქრები, როგორებიცაა ხელით მოხატული ორნამენტები, მოქსოვილი ჩანთები, DIY ფოტოწიგნები ამბავს გვიყვება და სიღრმისეულ კავშირსაც აყალიბებს საჩუქრის ავტორსა და მიმღებს შორის. თანაც, მეტად ბიუჯეტური ვარიანტია. 

Manifesting with Miniatures

აქ მხოლოდ პატარა ავეჯი და თოჯინების სახლი არ მოიაზრება, მინიატიურების კეთება ოცნებებისა თუ იდეების ვიზუალიზაციის გზაც გახლავთ. დიორამები, პატარა ოცნების სახლები თუ ბაღები შთააგონებს ადამიანებს, გააცოცხლონ თავიანთი შემოქმედებითი ხედვა პატარა დეტალებით. 

Dupe-It-Yourself Décor

რატომ უნდა დავხარჯოთ ფული ძვირიან დეკორში, როცა თავად შეგვიძლია ამის გაკეთება? Dupe-It-Yourself Décor ტრენდული ნივთების ბიუჯეტურად გაკეთებას გვთავაზობს. დაწყებული გადასაფარებლებით და დამთავრებული ავეჯით, ეს ტრენდი შემოქმედებითობას სივრცეების პერსონალიზებისთვის იყენებს ისე, რომ არც ბევრი ფული დაგვეხარჯოს. თანაც, სახლის ნივთების ტრენდებიც სწრაფად იცვლება, აღნიშნული კი როგორც ფინანსურ, ისე შემოქმედებით თავისუფლებას გვაძლევს.

გრძელი ვიდეოები მეტ ნახვას აღწევს? ახალი დაკვირვება ტიკტოკზე

BTU-ს IT ბანაკში აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო