TKT.GE/DIY ახალი სერვისია, რომლითაც მომხმარებელი ნებისმიერ დროს თავადვე ამატებს ივენთს და უზიარებს TKT.GE-ს 400 000-ზე მეტ მომხმარებელს.
„შექმენი შენი ივენთი და გაყიდე ონლაინ TKT-ზე“ – ვკითხულობთ TKT.GE/DIY -ზე და იმასაც ვიგებთ, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ღონისძიებები ისეთი მრავალფეროვანი შეიძლება, იყოს, როგორსაც, ზოგადად, TKT.GE გვთავაზობს ხოლმე.
TKT DIY -ით მომხმარებელს შეუძლია, შექმნას მინიივენთები, ონლაინკურსები, ტრენინგები, გამოფენები, სპორტული ღონისძიებები, ვირტუალური ფიტნესცენტრი, საკუთარი დაბადების დღის წვეულება თუ ნებისმიერი სხვა საინტერესო ღონისძიება.
როგორც TKT.GE-ს მარკეტინგის მენეჯერი, ნინკა მიშელაძე განმარტავს, იმავე პრაქტიკას გლობალურადაც იყენებენ, მაგალითად, Eventbrite, რომელიც ამარტივებს ივენთების განთავსების პროცესს.
აქამდე, ივენთის TKT.GE-ს პლატფორმაზე განთავსების მსურველებს კომუნიკაცია და დეტალების შეთანხმება კომპანიის ივენთების მენეჯერთან უწევდათ. ამიერიდან, ღონისძიების სიდიდის ბარიერი ქრება და მომხმარებელს ნებისმიერი ზომის ივენთის დამატება შეუძლია TKT.GE-ზე. სტუმრების რაოდენობის მატებასთან ერთად კი, TKT-ს გუნდი მზადაა, ორგანიზატორს პირადი მენეჯერი გამოუყოს.
საბოლოოდ, ივენთი ფილტრს TKT-ს გუნდთან გადის და მხოლოდ დეტალების ძალიან სწრაფი გადამოწმების შემდეგ, მომხმარებლის მიერ შექმნილი ივენთი TKT.GE-ზე თავსდება.
ჩვენს კითხვაზე, რა გახდა TKT DIY-ის წამოწყების წინაპირობა, TKT-ს გუნდი გვიმხელს:
ზოგადად, ძალიან ბევრ ორგანიზატორთან გვიწევს მუშაობა და აქამდე, დეტალებს ყველასთან ცალ-ცალკე ვათანხმდებდით ხოლმე. ვიფიქრეთ, რომ მათთვის ამ სერვისის შეთავაზება საინტერესო იქნებოდა და რაც მთავარია, ჩვენს პლატფორმაზე ორგანიზატორების ივენთის დარეგისტრირების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებდა. გარდა ამისა, პანდემიამაც დაგვანახა ამ ინიციატივის აუცილებლობა – რომლის დროსაც, სხვადასხვა სფეროს ადამიანები აქტიურად იყენებდნენ Online-სერვისებს და სურვილი ჰქონდათ, მარტივი, დაცული და სწრაფი პლატფორმით ესარგებლათ, – გვიხსნის ნინკა მიშელაძე.
TKT DIY-ზე შესაძლებელია როგორც დახურული, ისე ღია ივენთის შექმნა. ღია ივენთის ნახვას TKT.GE-ს 400 000 ზე მეტი მომხმარებელი შეძლებს, ხოლო დახურული ივენთის გაგზავნა ბმულით, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი, რომლებსაც ივენთის პოტენციურ აუდიტორიად მოიაზრებთ. დახურული ივენთის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია – დაბადების დღის წვეულება.
პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ივენთის ანალიტიკაც – გაყიდვების პროგნოზები, ივენთით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობის ნახვა და სხვა.
რაც მთავარია, ღონისძიების გამართვის მეორე დღესვე, ორგანიზატორს თანხა ანგარიშზე ერიცხება.
ასევე, ნინკა მიშელაძე ამბობს, რომ TKT.GE-ზე ორგანიზატორს საშუალება ექნება, თავად შეუშვას სტუმრები TKT-ს მობილური აპლიკაციით, ან საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს კონტროლიორს, რომელიც სტუმრების შეშვებაზე პასუხისმგებელი იქნება.
მოგეხსენებათ, TKT.GE-ს სხვადასხვა ინტერესის მქონე 400 000 მომხარებელი ჰყავს და ივენთის რეგისტრაცია თავად ორგანიზატორისთვის ამ კუთხითაც საინტერესოა. ასევე, TKT.GE-ს გუნდი ყველა ორგანიზატორს ეხმარება ივენთის სხვადასხვა მარკეტინგულ არხში პოპულარიზაციისთვის.
რა თქმა უნდა, უშუალოდ, რეგისტრაციის პროცესშიც, TKT.GE -ს გუნდი მზაობას გამოთქვამს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.
TKT-ს შესახებ
TKT.GE კავკასიაში ყველაზე დიდი ონლაინბილეთების პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლით, მაქსიმალურად, კომფორტულ სერვისს ქმნის.
ქართული პლატფორმა დღეისათვის 400,000-ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს ფესტივალების, კინოს, თეატრების, ოპერის, კონცერტების, სპორტის, მატარებლისა და ავიაბილეთების შეძენას ონლაინ.
2019 წლიდან, კომპანია უზბეკეთის ბაზარზე შევიდა TKT.UZ ბრენდით.
[R]