in

უნდა გააკრიტიკონ თუ არა დიზაინერებმა სხვების ნამუშევრები?

უბრალოდ უნდა შეაქოთ თუ კრიტიკაც ნორმალურია? მთლიანობაში ეს უკეთეს დიზაინერებად გვაქცევს? თუ სისასტიკეა? იქნებ საერთოდ არც არის საჭირო კრიტიკა, როცა საერთოდ არ ვიცით ამ ნამუშევრის შიდა სამზარეულო? ეს საკითხი LinkedIn-ისა და Twitter-ის მომხმარებლებთან ერთად გაანალიზეს, ჩვენ კი ინსაითებს გაგიზიარებთ:

რატომ არის კრიტიკა საჭირო?

თუ დიზაინი ვერ აკმაყოფილებს მიზანს ან ხარისხი აკლია, მაშინ კრიტიკა აუცილებელია. საჭირო კრიტიკის დამალვა კი როგორც დიზაინერს, ისე მის დამკვეთს აზიანებს. სოციალური ქსელების მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ჩვენ ირგვლივ საკმაოდ ბევრი ცუდი დიზაინია, ეს კი სწორედ ნაკლები კრიტიკის ბრალია…. ხოლო დიზაინერებს კრიტიკის კი არ უნდა ეშინოდეთ, არამედ სიამოვნებით უნდა იღებდნენ მას, რადგან ეს მათ შემოქმედებითი ზრდის საშუალებას აძლევს. 

როგორ გავუზიაროთ კრიტიკული მოსაზრებები?

გულწრფელი და კონსტრუქციული კრიტიკა რომ მე ეს არ მომწონს მიღმა მიდის, ამაზე ყველანი ვთანხმდებით… სწორედ ამიტომ გამოცდილი დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ ეფექტურ დასაბუთებას, ამის სწავლა კი ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. და რა საიდუმლო იმალება ამის უკან? საქმე კითხვების დასმაშია, რათა გაიგოთ, ამ დიზაინით რა პრობლემის გადაჭრას ცდილობენ…

ცნობისმოყვარეობით კითხვების დასმა და პატივისცემით სავსე დისკუსია, სავარაუდოდ, ყველაზე პროდუქტიული გზაა, რასაც ვერ ვიტყოდით პირდაპირ კრიტიკაზე, — განმარტავს კაროლინ შეაჰანი, შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

აქ სიკეთესა და ემპათიაზეც ამახვილებენ ყურადღებას, მითითებასა და რაღაცის გაუმჯობესების შეთავაზების ბალანსზე, რადგან ზრდასა და განვითარებას ეხება და არა, ვინმეს განადგურებას

როგორ მივიღოთ კრიტიკა?

დიზაინერების მუშაობის დიდი ნაწილი უკუკავშირის მიღების უნარზეა დამოკიდებული, რაც პროგრესის წინაპირობა ხდება. ამ უნარის გარეშე შრომის სიმძიმე თქვენც გაგანადგურებთ და თქვენს ამბიციებსაც, — განმარტავს ლუკ ტეილორი, UnitedUs-ის თანადამფუძნებელი.

ეს იმასაც მოიცავს, რომ კრიტიკა პერსონალურად არ უნდა მიიღოთ — იმის სწავლა, თუ როგორ უნდა მიიღოთ და გასცეთ აზრიანი, პატივისცემით სავსე უკუკავშირი მთავარი ფაქტორია დიზაინერის ზრდისთვის და როცა ეს სწორად კეთდება, საქმეც უმჯობესდება. კრიტიკა მაშინ არის კარგი, როცა აქვს კონტექსტი, მოიცავს ნდობასა და პატივისცემას.

თეორიულად კი მარტივია, თუმცა პრაქტიკაში ბევრ გამოწვევასთან გამკლავებაა საჭირო, განსაკუთრებით ეგოსთან, რომელიც აუცილებლად ამ პროცესის მიღმა უნდა დატოვოთ — კომენტარებში დაწერილი კრიტიკა თითქოს უკონტექსტო და ეგოთი ორიენტირებულია, პიროვნულ დონეზე არასასარგებლო ან უარეს შემთხვევაში საზიანოა. უბრალოდ იმის დაწერა, რომ ეს საშინელია, მიზნის, სამიზნე აუდიტორიის, კრეატორისა თუ კლიენტის ურთიერთობის გაანალიზების გარეშე უაზრობაა, ეს კონსტრუქციულ მიდგომას უნდა მოიცავდეს.

ამიტომ, უნდა დაფიქრდეთ, ვისგან ისმენთ კრიტიკას. კარგი იქნება, თუ თქვენთვის სანდო ადამიანებს ჰკითხავთ აზრს თქვენსავე ნამუშევარზე, რომელიც ამ სფეროში გამოცდილიცაა და იცის, როგორ უნდა დაგეხმაროთ თქვენი უკუკავშირით.

,,გუდვილის” ვიდეოსერიები – ,,ჩვენი ფერმერებისგან”

Guerlain – გემოვნებისა და შემოქმედების ორსაუკუნოვანი ისტორია