in

ნივთები, რომლებიც დიზაინერს უფრო კრეატიულად წარმოაჩენს

თუ ოდესმე მეგობრისთვის გაგიზიარებია ლამაზი, მაგრამ სრულიად არაპრაქტიკული ნივთი ტექსტით: „ეს მინდა, მაგრამ საერთოდ არ მჭირდება“, ზუსტად მიხვდები ამ იდეის არსს. დიზაინერები ხშირად ყოდულობენ ან თავად ამზადებენ ისეთ ნივთებსა და აქსესუარებს, რომლებიც დიდად არ სჭირდებათ, მაგრამ ეს მიდგომა მათ აქცევს განსხვავებულ, უცნაურ და კრეატიულ ტიპაჟად.

BOG
BOG

„ბაზარი“ აერთიანებს ასობით საგანს – ინტერიერის აქსესუარებითა და ტანსაცმლით დაწყებული, ტექნიკამდე და საკანცელარიო ნივთებით დამთავრებული. მთავარი პრინციპია გემოვნება, იუმორი და ბანალურობისგან შორს ყოფნა. ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც უყვარს ხარისხიანი და ორიგინალური დიზაინი, მაგრამ არ აქვს დრო მუდმივად ახალი აღმოჩენების ძიებისთვის.

აი, რა ტიპის ნივთები შეიძლება იყოს დიზაინერის ინსტრუმენტების ნაკრებში:

მრავალფუნქციური ტანსაცმელი

ტანსაცმელი, რომელიც ერთდროულად პრაქტიკულიცაა და არტობიექტიც. ბევრი ჯიბე, უჩვეულო ფორმა და დიზაინი – თითქოს შენი სამუშაო სივრცე პირდაპირ შენთან გაქვს. იდეალურია კრეატიული ადამიანებისთვის, ვისაც მოძრაობა და მუშაობა უყვარს

იუმორით დატვირთული ფუნქციური ნივთები

მაგალითად, საათი, რომელიც უბრალოდ დროს კი არ გაჩვენებს, განწყობასაც ქმნის. დიზაინი აქ ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფუნქცია და მიზანია ყოველდღიურობაში სიმსუბუქის შეტანა.

ხარისხიანი და ესთეტიკური ორგანაიზერი

ლეპტოპის ჩანთები, ქეისები და ორგანიზერები, რომლებიც არა მხოლოდ გამძლეა, არამედ ვიზუალურადაც გამოირჩევა. ეს ის ნივთებია, რომლებიც ყოველდღიურად გჭირდება და თან გსიამოვნებს მათი გამოყენება, იმიტომ რომ ორიგინალური ფორმა აქვს ან ისეთი პრინტი, რომელიც ეგრევე ყურადღებას იქცევს.

მარტივი საგნების გალამაზება

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ნივთი, თუნდაც მაკრატელი – შეიძლება გადაიქცეს დიზაინობიექტად. კარგად გაკეთებული, სასიამოვნო ფორმის და ფერის ნივთები ყოველდღიურ პროცესებს უფრო სასიამოვნოს ხდის. დიზაინერები ხშირად ცდილობენ, ამ ხერხს მიმართონ და თავიანთი ყოველდღიური მოხმარების ნივთები საკუთარი იდეებით გაამრავალფეროვნონ.

კონცეპტუალური აქსესუარები

მაგალითად, ჩანთა, რომელიც ჩვეულებრივ მუყაოს ყუთს ჰგავს. ერთი შეხედვით ხუმრობაა, მაგრამ რეალურად გვაფიქრებინებს დიზაინზე, მოხმარებაზე და იმაზე, თუ რას ვაფასებთ. ექსტრავაგანტულობა დიზაინერებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. 

საბოლოოდ, შეიძლება შევთანხმდეთ, რომ დიზაინერის ინსტრუმენტების ნაკრები – ეს არის ნივთები, რომლებიც შთაგაგონებს, გიქმნის განწყობას და ყოველდღიურობას უფრო შემოქმედებითს ხდის.

მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა

„ელიტის“ 2025 წლის შეჯამება