თიბისის მხარდაჭერით, თბილისში დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 2024 წელს AD BLACK SEA-ს გუნდი კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის გარდა ერთდღიანი ღონისძიებისთვის ემზადება. Tbilisi Design Festival 2024 პირველ მაისს ჩატარდება და იქნება პირველი საერთაშორისო ფესტივალი თბილისში, რომელიც სრულად დიზაინმიმართულებას მიეძღვნება.
შავი ზღვის სანაპიროზე, რეკლამის ქართულმა საერთაშორისო ფესტივალმა Ad Black Sea, 8 წლის განმავლობაში ისტორია შექმნა. 2023 წელს Ad Black Sea-მ 1300 დელეგატი გააერთიანა. ყოველწლიური მასშტაბების გაზრდამ საორგანიზაციო ჯგუფი ახალ იდეამდე მიიყვანა. Ad Black Sea გარდაიქმნა პლატფორმად, რომელიც განსხვავებულ ღონისძიებებს გააერთიანებს. ესაა იდეა, რომელიც მხარს უჭერს კრეატიული და მარკეტინგული ინდუსტრიის პროფესიონალებს და მათ გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაში ეხმარება. ფესტივალის კიდევ ერთი, უფრო გრძელვადიანი მისია, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციაში წვლილის შეტანაა, რაზეც ამახვილებს კიდეც ყურადღებას თეგლაინი – Welcome to the edge of Europe.
თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ღონისძიების თბილისში ჩატარება AD BLACK SEA-ს შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
[პარტნიორის კონტენტი]