in

რატომ არის დიზაინის სექტორი ნაკლებად მომგებიანი 2024 წლის მონაცემებით

მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი და ბრენდინგი გადამწყვეტია ბიზნესის წარმატებისთვის, ზოგჯერ, ფინანსური პერსპექტივიდან შეიძლება არაეფექტური იყოს. ეს გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: 

BOG
BOG
  • მათში ჩადებული ინვესტიცია ხშირად მატერიალურად უკან არ გვიბრუნდება. დიზაინი და ბრენდინგი მომხმარებელში ბრენდის მიმართ ლოიალობის გაზრდაზე მუშაობს, მაგრამ ფინანსური სარგებელი არ მოაქვს;
  • კლიენტებმა შეიძლება საერთოდ არ დაგიკვეთონ ეს სერვისები მცირე ბიუჯეტის გამო;
  • ინტენსიური კონკურენცია: ფრილანსერებისა და ხელმისაწვდომი ონლაინ პლატფორმების ზრდასთან ერთად, დიზაინისა და ბრენდინგის სერვისები სასაქონლო ხდება, რაც ამცირებს ფასებს და მომგებიანობას;
  • ტექნოლოგიური ცვლილებები: დიზაინერებმა და ბრენდინგის ექსპერტებმა უნდა მიადევნონ თვალყური ტენდენციებს და განვითარდნენ, რაც მოითხოვს მუდმივ რეინვესტირებას უნარებსა და ტექნოლოგიაში. ამან შეიძლება ფინანსურად შეაფერხოს კომპანიები. გარდა ამისა, AI ტექნოლოგია ამცირებს მოთხოვნას პროფესიონალურ სერვისებზე, რაც გავლენას ახდენს შემოსავალზე.

ახლახან საბუღალტრო ფირმა Moore Kingston Smith-ის მიერ მომზადებული ყოველწლიური გამოკითხვა გამოქვეყნდა, რომელმაც დიზაინის ინდუსტრიასთან დაკავშირებით 2024 წლის მონაცემები გამოავლინა. სარეკლამო/კრეატიული სააგენტოების გამოკითხვის თანახმად, ფართო მარკეტინგული სერვისების სიაში დიზაინის სექტორი გამოირჩევა ფინანსურად ნაკლები სარგებლით, რადგან შემოსავლების უმეტესი ნაწილი პროექტზეა დაფუძნებული. ეს აიძულებს სააგენტოებს, გაყინონ ბიუჯეტი. გამოკითხვა 30 სააგენტოს შორის ჩატარდა.

მოხსენებაში, ასევე, საუბარია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე და ნათქვამია, რომ სააგენტოები, რომლებიც ითვისებენ ამ ტექნოლოგიებს, უკეთეს შედეგებს დებენ პროდუქტიულობის, ოპერაციული ეფექტურობისა და კლიენტებთან ურთიერთობების კუთხით. ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი აგრძელებს ინდუსტრიულ რევოლუციას, ისინი, ვინც მას ადრეული პერიოდიდანვე გამოიყენებენ, მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას.

Moore Kingston Smith-ის გამოკითხვა მნიშვნელოვანი საცნობარო ინსტრუმენტია, რომელიც შესრულების ყველა ძირითად ინდიკატორს იკვლევს და ამის საფუძველზე აანალიზებს, თუ როგორ იმოქმედა სხვადასხვა ტენდენციამ ინდუსტრიის ფინანსურ მაჩვენებლებზე.

როდესაც თანამშრომლები იერარქიის გვერდის ავლით მოქმედებენ

მილიონზე მეტი სარეკლამო რგოლის კვლევამ აჩვენა, რა მდგომარეობაა ინკლუზიურ რეკლამირებაში