2024 წლის ბოლომდე უკვე სულ ცოტა დარჩა და ეს ის პერიოდია, როცა ადამიანები, ცოტა არ იყოს, გადაღლილები ვართ და ახალი იმედით ველით 2025 წლის დადგომას. უკვე თითქოს ამ წელმა თავისი თქვა და ინსპირაციის მოძებნაც სულ უფრო გვიძნელდება…მაგრამ გული არ გაიტეხოთ, დიზაინის სამყარომ უკვე წინასწარ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა იქნება ამ სფეროში აქტუალური მომავალი წლისთვის და ჩვენც გაგიზიარებთ ამ შეხედულებებს ქვემოთ მოცემულ სტატიაში.
მდგრადობა ცენტრალურ ადგილს იკავებს
2025 წელს მოთხოვნა მდგრად შეფუთვაზე გაიზრდება და, შესაბამისად, მოიმატებს ეკომეგობრული ინიციატივები.
ბრენდებს მოუწევთ, გახდნენ ინოვაციურები
ეს ის წელი იქნება, როდესაც ყველა ბრენდის შენებიდან ბრენდის ინოვაციურობაზე გადავა. ეს ნიშნავს გამოწვევას ყველაფერზე, რაც გვეგონა, რომ ვიცოდით და იმის ხელახლა განსაზღვრას, რა არის შესაძლებელი. კომპანიების წარმომადგენლებმა მეტი უნდა იფიქრონ სიახლეებზე.
ტექნოლოგია გამაძლიერებელია და არა შემცვლელი
AI-ის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება და ის დიზაინის ინდუსტრიაშიც აქტიურად ინტეგრირდება. დიზაინერების აზრით, ის შემოქმედების საშუალებას იძლევა, არავის და არაფერს ანაცვლებს. მთავარია, ვისწავლოთ, სად არის მისი შესაძლებლობები რეალურად ყველაზე სასარგებლო. ახალი წელი ახალ გზებს გააჩენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისათვის, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის.
ტალანტები მომავალი თაობიდან
კიდევ ერთი თემა, რომელიც უკვე აქტიურად განიხილება, არის მომავალი კრეატიული ლიდერების განვითარებისადმი მზარდი ვალდებულება. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოთ ტალანტებს მომავალი თაობიდან, რათა ისინი გათვითცნობიერდნენ ამ სექტორში და გამოცდილი კრეატორების ხელმძღვანელობით საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოჩენა შეძლონ.
Motion დიზაინი
არსებობს პროგნოზი, რომ Motion დიზაინი უფრო პოპულარული გახდება. დღევანდელი მდგომარეობით, ბრენდები თითქოს სტატიკურია და მოძრაობას საჭიროებენ. დაწყებული აუდიოლოგოებიდან, 360 გამოცდილებით დამთავრებული – ყველაფერი შეიძლება მოისინჯოს ბრენდისთვის Motion ვიზუალური იდენტობის შესაქმნელად.
შემოქმედებითი თავისუფლება
იმასაც ვარაუდობენ, რომ მომდევნო წელი შემოქმედებითად უფრო თავისუფალი იქნება და ექსპერიმენტებით საზღვრების გაფართოების საშუალებას მოგვცემს.
სიმარტივე
მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრენდი არც ისე ახალია, არსებობს მყარი საფუძველი იმისა, რომ „ჭეშმარიტების” სიმარტივებში ძიება აქტუალურ საკითხად დარჩება 2025 წლისთვის. რაც უფრო მარტივი იქნება ბრენდინგი, მით უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება მასზე მომხმარებლისაგან, ამიტომ მარკეტერებსა და კრეატორებს ბევრი ფიქრი მოუწევთ, რათა მარტივი გზით რთული გადაწყვეტილებები მიიღონ.