სმარტ აკადემია მსურველებს შესაძლებლობას აძლევს შეარჩიონ დიზაინისა და ანიმაციის პრაქტიკული კურსებიდან მათთვის სასურველი. კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ, სტუდენტებს აქვთ შანსი გაიარონ ერთთვიანი პრაქტიკა, გაიმრავალფეროვნონ პორტფოლიო და თავდაჯერებულად პოზიციონირდნენ, როგორც დამწყები გრაფიკული თუ მოუშენ დიზაინერები. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ კურსებზე სწავლება ფიზიკურ სივრცეში მიმდინარეობს, ხოლო თითოეულ ჯგუფში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა არ აჭარბებს 12-ს. გიზიარებთ კურსების ჩამონათვალს:
ADOBE ILLUSTRATOR
Adobe Illustrator მოქნილი პროგრამაა, რომელიც ვექტორული გრაფიკის ფოტოების შექმნისა და რედაქტირების საშუალებას გაძლევს. ის იდეალურადაა მორგებული გრაფიკულ დიზაინერებზე, რის გამოც, Adobe Illustrator ილუსტრატორთათვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად რედაქტორთა რიცხვს განეკუთვნება.
სმარტ აკადემიაში Adobe Illustrator-ის შესწავლა წინაპირობას არ საჭიროებს. კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტებზე მუშაობა.
გაიგეთ მეტი Adobe Illustrator-ის კურსზე.
ინტერიერის დიზაინი
ინტერიერის დიზაინის კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის, ვისაც სურს შეისწავლოს ინტერიერის დიზაინი და შექმნას საკუთარი ბინის, ოფისის თუ სხვა სივრცის დიზაინი.
დაინტერესებული პირები კურსზე გაივლიან არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად.
- ინტერიერის დიზაინის ისტორია;
- ანაზომის გაკეთება და აწყობა ტექნიკური ინსტრუმენტებისა და უნარ-ჩვევების გამოყენებით;
- 3D ვიზუალიზირება და ეფექტური მასალის მომზადება.
სამთვიანი კურსის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან Archicad-სა და 3D Max-ს.
გაიგეთ მეტი ინტერიერის დიზაინის კურსზე.
გრაფიკული დიზაინი
გრაფიკული დიზაინი გარკვეული იდეების ან შეტყობინებების ობიექტამდე ვიზუალურად მიწოდების საშუალებას წარმოადგენს. ის მწარმოებელს მომხმარებელთან დაკავშირებაში ეხმარება. მისი მეშვეობით შესაძლებელია გადმოცემულ იქნეს პროექტის, ღონისძიების, კამპანიისა თუ პროდუქტის გზავნილი.
შრომის ბაზარზე, გრაფიკოს დიზაინერებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ვინაიდან მომსახურება, რომელსაც ხსენებული პროფესიის წარმომადგენელი დამსაქმებელს სთავაზობს, პრაქტიკულად, ყველგან შეიძლება იქნეს გამოყენებული.
სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლის შემთხვევაში, შენ შესაძლებლობა გექნება შეისწავლო ისეთი რედაქტორების გამოყენება, როგორებიცაა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, indesign და Figma. ასევე, გაეცნობი დიზაინის ძირითად პრინციპებსა და კონცეფციებს, რაც შენამდე თანმიმდევრულად იქნება მოწოდებული, რათა გაგიმარტივდეს ახალი დისციპლინის შესწავლის პროცესი. ფინალურ პროექტს კი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პლატფორმაზე – Behance-ზე გამოაქვეყნებ, რაც შენს ხილვადობას საგრძნობლად გაზრდის.
გაიგეთ მეტი გრაფიკული დიზაინის კურსზე.
2D ანიმაცია – ADOBE AFTER EFFECTS
თანამედროვე სამყაროში მოუშენ დიზაინერის პროფესია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის არა მხოლოდ იმ დამწყებთათვისაა მიმზიდველი, რომელთაც ახალი პროფესიის ათვისება სურთ, არამედ უკვე გამოცდილი გრაფიკოსი დიზაინერებისა თუ ილუსტრატორებისთვისაც. მიზეზი მარტივია, დიზაინის სფეროში მოღვაწე ადამიანები ნათლად ხედავენ თავიანთი ნამუშევრის ანიმაციაში გადატანის მნიშვნელობას. მოუშენ და გრაფიკული დიზაინის სამყაროს წარმომადგენლები შესაძლოა განხილულ იყვნენ როგორც ერთი დიდი საზოგადოება, ხოლო ამ ორი პროფესიის ერთდროულად ფლობა, როგორც ერთი დიდი შესაძლებლობა.
სმარტ აკადემიის კურსი – “2D ანიმაცია – ADOBE AFTER EFFECTS” მოგცემს შესაძლებლობას, ფეხი შეაბიჯო მოუშენ დიზაინის სფეროში. კურსის მეშვეობით, სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, გაეცნობი ანიმაციის ძირითად პრინციპებსა და ანიმირების ტექნიკებს. საბოლოოდ კი, შეძლებ 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვასა და ანიმირებას.
გაიგეთ მეტი 2D ანიმაცია – ADOBE AFTER EFFECTS-ის კურსზე.
3D გრაფიკა – BLENDER
Blender უფასო სამგანზომილებიანი რედაქტორია, რომელსაც სრული სამგანზომილებიანი ფუნქციონალის მხარდაჭერა გააჩნია. ეს ყოველივე გულისხმობს, რომ მისი საშუალებით, არტისტს შეუძლია მოდელირება, ძერწვა, რენდერინგი, სიმულაცია, ანიმაცია და სხვა.
3D გრაფიკა – BLENDER-ის კურსის მეშვეობით, შენ შეძლებ Blender-ის სამგანზომილებიანი რედაქტორის მეშვეობით ობიექტებისა და სცენა-ვიზუალიზაციების აწყობას, ტექსტურირებას და შემდგომ, მათ ციფრულ პროდუქტად გადაქცევას.
გაიგე მეტი 3D გრაფიკა – Blender-ის კურსზე
UX/UI დიზაინი
UX/UI დიზაინი ორ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს:
- UX დიზაინი – განსაზღვრავს მომხმარებლის ურთიერთქმედებას, გამოცდილებას აპლიკაციებსა და ვებგვერდებთან.
- UI დიზაინი – შეეხება უშუალოდ აპლიკაციისა თუ ვებგვერდის ინტერფეისს.
UX/UI დიზაინერი, სწორედ ამ ორი კომპონენტის იდეალური სინთეზით აღწევს მომხმარებელზე მორგებული, ტექნიკურად ზუსტად შესრულებული დიზაინის შექმნას.
UX/UI დიზაინის კურსის მთავარ მიზანს ზემოხსენებული საკითხებს სტუდენტებამდე მიწოდება წარმოადგენს. კურსის განმავლობაში შენ შეისწავლი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საშუალებას მოგცემს დამოუკიდებლად ააწყო ვებ და მობაილ აპლიკაციების დიზაინი.
გაიგეთ მეტი UX/UI დიზაინის კურსზე.
სმარტ აკადემია აქტიურად მუშაობს დიზაინისა და ანიმაციის კიდევ ორ – Autodesk Maya – 3D პერსონაჟების ანიმაციისა და გრაფიკული დიზაინის Advanced კურსებზე, რომელთა გავლაც მსურველებს უახლოეს მომავალში შეეძლებათ.
შესაბამისად, თუ დიზაინი ან ანიმაცია გიტაცებს და საკუთარი საქმიანობის მასთან დაკავშირებას გეგმავ, ისღა დაგრჩენია შენთვის სასურველი კურსი აირჩიო და ხსენებული გეგმის განხორციელებას შეუდგე. კურსის შერჩევაში კი სმარტ აკადემიის კარიერის კონსულტანტები დაგეხმარებიან.
[პარტნიორის კონტენტი]