in

დიზელზე მომუშავე 10 მანქანა, რომლებიც 2023 წელს უნდა შეიძინოთ

ბოლო წლების განმავლობაში დიზელზე მომუშავე მანქანების გაყიდვები მცირდება, თუმცა ავტომოყვარულები მათ უპირატესობებზე მაინც ბევრს საუბრობენ. პირველი, რასაც ისინი ხაზს უსვამენ, დიზელზე მომუშავე თანამედროვე მანქანების სისუფთავეა. როგორც ამბობენ, ახალი მოდელები გაცილებით ნაკლებად აბინძურებს ჰაერს, ვიდრე ძველები.

დიზელს ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპის საავტომობილო ბაზარზე. საწვავის ეკონომიითა და CO2-ის გამონაბოლქვის უპირატესობებით ბენზინის ძრავიან მანქანებთან შედარებით, მძღოლები დიზელს უფრო გონივრულ არჩევანად მიიჩნევენ. ამას ისიც ემატება, რომ ამ ძრავაზე მომუშავე მანქანებს უფრო დიდი მანძილის გავლა შეუძლია, რაც კომფორტულია ხანგრძლივი მგზავრობებისთვის.

ამის გათვალისწინებით, autoexpress-მა დიზელის ტოპ 10 მანქანა გამოავლინა, რომლებიც დაბალ ხარჯებსა და შესანიშნავ შესრულებას გვთავაზობს.

Skoda Karoq 2.0 TDI 150 

ეს არის იდეალური საოჯახო მანქანა, 2.0-ლიტრიანი TDI 148 ცხენის ძალით. საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც ეძებს ბალანსს კომფორტულ მგზავრობასა და მანქანის ხალისით მართვას შორის. ის არ გზღუდავთ არც მაღალი და არც დაბალი სიჩქარის პირობებში. 

Skoda Octavia 2.0 TDI

Skoda Octavia 2021 წლის Auto Express New Car Awards-ზე წლის საუკეთესო საოჯახო ავტომობილად დასახელდა და მას შემდეგ პოპულარობით სარგებლობს. ეს ჰეტჩბეკი გთავაზობთ პრაქტიკულ ძრავას, სალონს, ხარისხიან ტექნოლოგიას და, რაც ჩეხური მწარმოებლისთვის დამახასიათებელია, ფინანსურად ხელმისაწვდომობას.

Volkswagen Multivan

Volkswagen-ის Multivan ფურგონის პრაქტიკულობას, ბევრ ადგილს სალონში, მართვის შესანიშნავ გამოცდილებას და ხარისხს აერთიანებს. ამ მანქანას ბენზინისა და ჰიბრიდის მოდელებიც ჰყავს, თუმცა, თუ შორს წასვლა გაქვთ გადაწყვეტილი, დიზელი უფრო გამოგადგებათ. მას 2.0-ლიტრიანი ძრავა აქვს 148 ცხენის ძალით. ეს მას გრძელი მოგზაურობისთვის იდეალურ მანქანად ხდის, მაშინაც კი, თუ მგზავრებითა და ბარგით ხართ დატვირთული.

Range Rover Sport D350 

მესამე თაობის Range Rover Sport ზუსტად იმას გთავაზობთ, რასაც, როგორც წესი, ძვირადღირებული SUV-ის მსურველები ითხოვენ. ჭკვიანურად განლაგებული სტილი, გაუმჯობესებული ტექნოლოგია და დინამიკა მას სხვა მოდელებთან შედარებით უპირატესს ხდის. აღსანიშნავია, რომ ის 2023 წლის Auto Express New Car Awards-ზე საუკეთესო პრემიუმ SUV-ად დასახელდა.

Citroen Berlingo

დიდი სივრცე მგზავრებისა და ბარგისთვის, დაბალი ხარჯები და მართვის დახვეწილი მანერები – Citroen Berlingo-ს მახასიათებლებია. ის დიზელის ორი – 99 და 128 ცხენის ძალის მქონე ვარიანტებით არის წარმოდგენილი. ის ავითარებს 62 კმ/სთ-ს 11 წამში. რომელი ვერსიაც არ უნდა აირჩიოთ, ორივე ეკონომიურია. ამასთან, ის იყენებს WLTP რეგულაციებს, რაც ეხმარება იმაში, რომ ნაკლები CO2 გამონაბოლქვი ჰქონდეს.

Land Rover Defender D300 

მას ტექნოლოგიურად მოწინავე და მდიდრულ მანქანას უწოდებენ. ამის მიუხედავად, ის ციცაბო, ტალახიან ფერდობებზე ან ურბანულ ჯუნგლებში ყოველთვის თავისუფლად დადის. ამიტომ ვინც კომპაქტურ, მძლავრ და პრაქტიკულ მანქანას ეძებს, ეს მოდელი მისი შესაფერისია.

Mercedes Benz S 350

თუ ეძებთ დიზელის მანქანას დახვეწილი ინტერიერით, ბევრი აღარ უნდა იწვალოთ, ეს Mercedes Benz S 350-ია. 3.0-ლიტრიანი Twin-turbo V6 ძრავა მანქანას გლუვსა და, ამავდროულად, საკმაოდ სწრაფს ხდის. 

Vauxhall Astra 1.5 Turbo D (130) 

მას ხშირად Peugeot 308-ს ადარებენ, თუმცა Vauxhall-ს უფრო სუფთა, კუთხოვანი იერი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძრავა ჯერ კიდევ 1.5-ლიტრიან დიზელზე მუშაობს, იგი ოთხცილინდრიანია და 128 ცხენის ძალას უზრუნველყოფს.

BMW 320d 

მსუბუქი წონა, მართვის დინამიკა და 187 ცხენის ძალა მანქანის საუკეთესო შესრულებას განაპირობებს. იგი უფრო ეკონომიურიც არის, ვიდრე მისი წინამორბედები. გამოსვლამდე მოდელმა მრავალი ტესტი გადალახა წარმატებით და რეალურ გარემოშიც იმავე შედეგებს ავლენს.

Mercedes C 220 d 

Mercedes C კლასი განაგრძობს განვითარებას და ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო კომპაქტური ავტომობილია, რომელიც ეფექტური ექსტერიერითაც გამოირჩევა. ტექნოლოგიურად კი იმდენად დახვეწილია, რომ თავისზე ძვირადღირებულ მოდელებს ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. 

მისი ძრავის სიმძლავრე 197 ცხენის ძალას მოიცავს და ცხრასიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს, რაც ნებისმიერ სიჩქარეში მას გლუვსა და შთამბეჭდავს ხდის.

რა უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს კარიერის შეცვლამდე?

რა გახდა ტვიტერის რებრენდინგის მიზეზი? — კომპანიის CEO-ს პასუხი