Dixon-ი გერმანელი დიჯეის და პროდუსერის Steffen Berkhahn-ის მუსიკალური პროექტია.
2013 და 2014 წელს Resident Advisor-ის მკითხველმა მას წლის საუკეთესო დიჯეის ტიტული მიანიჭა. იგი თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ლეიბლის Innervisions-ის დამფუძნებელია. Dixon-ი ხშირი სტუმარია ისეთ კლუბებში, როგორებიცაა DC-10, Sankeys, Batofar, Panorama Beghain Bar.
Gem Fest-ი ძალიან ამაყია, რომ 2015 წლის 13 ნოემბერს Dixon-ი პირველად ესტუმრება თბილისს და რომ სწორედ მას ხვდა წილად აეხდინა დიდი ხნის ოცნება ქართველი ქლაბერებისთვის.
ზაფხულის ცხელი მზიანი დღეები ნელ-ნელა შემოდგომის თბილ და ფერად დღეებად გადაიქცა და აღსანიშნავია, რომ კვირას, 4 ოქტომბერს Flea Market-ზე ჩატარდა Gem Fest-ის საუკეთესო მომენტების სურათების გამოფენა და Dixon Ticket Pre-sale party „მეობასთან“ ერთად, რომელიც კვლავ იგეგმება მომდევნო Flea Market-ზე.
ივენთის ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია: Online-Eventer.ge-ზე და Offline -Canudos Eethnic Bar-ში.









