12
ოქტ
2017

9 დეკემბერს, მსოფლიოს წამყვანი DJ – Maceo Plex თბილისში!

12 ოქტ 2017

9 დეკემბერს თბილისში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ამერიკელი დიჯეი და პროდუსერი Maceo Plex დაუკრავს. ეს ღონისძიება Terminal Events-ისთვის რიგით მე-5 იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ საორგანიზაციო ჯგუფმა თავისი მოღვაწეობა 2015 წელს Bonobo-ს ივენთით დაიწყო, რასაც მალევე მოჰყვა ისეთი პროექტები როგორებიცაა Apparat Live – Soundtracks და Maeve Showcase, სადაც სხვა არტისტებთან ერთად Mano Le Tough-მაც დაუკრა. 24 მარტს კი Terminal Events-ის ბოლო ღონისძიება გაიმართა, რომლის სტუმარიც ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აუდიო-ვიზუალური პროექტი Moderat იყო. ამჯერად ტერმინალი Maceo Plex-თან ერთად ბრუნდება.

BOG PLUS

Maceo Plex-ის კარიერის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სადებიუტო ალბომის, Life Index-ის გამოცემა, რის შემდეგაც Maetrik-ის სახელით ცნობილი არტისტის ახალი პროექტი ყველამ გაიცნო. 2011 წელს მან დაარსა საკუთარი ლეიბლი Ellum, რომელიც როგორც თავისი, ასევე ელექტრონული მუსიკის სხვა ცნობილი არტისტების პლატფორმად იქცა. 2014 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა ე.წ. Conjure სერიების გამოცემა დაიწყო, რის ფარგლებშიც მისი ნამუშევრები, Ellum-ის გარდა, M_nus, Kompakt და Drumcode-ზე გამოიცა. რამდენიმე თვის წინ კი Lone Romantic-მა Maceo Plex-ის მეორე სტუდიურ ალბომს, სახელად Solar უმასპინძლა.

„უკანასკნელი 2 დეკადის მანძილზე Maceo Plex-მა, როგორც პროდუსერმა, მნიშვნელოვნად გააფართოვა მუსიკალური საზღვრები, ხოლო როგორც დიჯეიმ, უამრავი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა თავი. შესაბამისად, მისი კარიერული წინსვლა ადეკვატურად აისახება ჩვენი გამოკითხვის შედეგებზეც“, – Resident Advisor-ის მკითხველებმა Maceo Plex წლის საუკეთესო დიჯეის ათეულში მე-4 ადგილზე გაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ იგი 2012 წლის შემდეგ მუდმივად ხვდება RA-ს გამოკითხვის Top 10-ში. Maceo Plex უკვე რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოს წამყვანი ფესტივალების და კლუბების ხშირი სტუმარია, ხოლო Space და Amnesia-ში Ellum-ის საღამოებს აწყობს.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები ვებგვერდ eventer.ge-ზე უკვე იყიდება.

განხილვა