თბილისში, დრონების წარმოების კუთხით ერთ-ერთი ლიდერი კომპანია DJI-ს შოურუმი გაიხსნა. ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში – Copter Tech-მა შოურუმი ოფიციალურად, 27 ოქტომბერს გახსნა. აღნიშნული მოვლენა პირველია კავასიის რეგიონში. შოურუმში წარმოდგენილია DJI-ს პროდუქცია და საქართველოში DJI-ს ერთადერთი ავტორიზებული სერვის ცენტრი. Copter Tech-ში შესაძლებელია სამომხმარებლო და ინდუსტრიული დრონების, მათი აქსესუარებისა და კინომატოგრაფიისთვის განკუთვნილი სტაბილიზატორების შეძენა.
აღნიშნული მოვლენის უკან Copter-ის გუნდი დგას. „კოპტერი“ შემოქმედებითი ფროდაქშენ კომპანიაა, რომელიც უკვე სამი წელია ორიგინალურ კონტენტს ქმნის სახმელეთო და საჰაერო ფოტო-ვიდეო გადაღების მიმართულებით. ამავდროულად, იგი მომხმარებელს DJI-ს ოფიციალურ პროდუქციასაც აწვდის, შვილობილი კომპანია Copter Tech-ის მეშვეობით.
1 წლის წინ ვერც ვიოცნებებდით, რომ სწორედ ჩვენ გავხსნიდით DJI-ის პირველ შოურუმს მთელი კავკასიის რეგიონში, თუმცა ბევრი შრომითა და მონდომებით დავრწმუნდით, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ოფიციალური გახსნის ღონისძიებით გვინდოდა ჩვენი სიხარული გაგვეზიარებინა მეგობარი კომპანიებისა და დრონების მოყვარულებისთვის და დიდი მადლობა გადაგვეხადა გულშემატკივრობისთვის. ახალი ლოკაცია ჩვენი კომპანიის ახალი ეტაპის დასაწყისია, რაც ახალ გამოწვევებთან გამკლავებისთვის საჭირო მოტივაციით გვავსებს“, – განაცხადა Copter-ისა და Copter Tech-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი დანელიამ.
DJI დრონების წარმოების ინდუსტრიაში მსოფლიოს მასშტაბით ლიდერი კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს შანჰაიში და მისი პროდუქცია გამოიყენება როგორც კომერციული, ასევე კერძო მიზნებისათვის.
რამდენიმე დღის წინ, ქართულ ბაზარზე Copter-ის ახალი შვილობილი კომპანია Agri Copter გაჩნდა, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით იმუშავებს. გიორგი დანელიას განცხადებით, „აგრიკოპტერი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც იყენებს უახლეს აგროდრონს – DJI Agras MG-1p-ს და მომხმარებელს სთავაზობს საჰაერო შეწამვლის, მოსავლიანობის სკანირებისა და დეტალურად გამოკვლევის ინოვაციურ სერვისს.