19
Jan
2019

“და თქვენ წახვიდოდით მექსიკაში?” – მექსიკური ავიახაზების ექსპერიმენტი ამერიკელებზე

19 Jan 2019



“მექსიკელებისთვის ნომერ პირველი დანიშნულების ადგილი ამერიკაა, თუმცა, ამერიკელებისთვის მექსიკა სულაც არ არის ნომერ პირველი ადგილი” – ამ სიტყვებით იწყება მექსიკის ავიახაზების, “AeroMexico-ს” საკმაოდ ირონიული რეკლამა – “DNA Discounts”, რომელიც კომპანიამ სულ ახლახან გამოაქვეყნა. ვიდეორგოლში იგი ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებზე გამოკითხვას ატარებს, თუ რამდენად სურთ მექსიკაში წასვლა, რაზეც მათ რადიკალურად უარყოფითი რეაქცია აქვთ. ეს რეაქცია კი მას მერე იცვლება, რაც ისინი შეიტყობენ, თუ რამდენი პროცენტით მექსიკელები არიან და რომ მათ “AeroMexico” ზუსტად ამდენპროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობს ბილეთებზე. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამაში ცალსახად პოლიტიკური არაფერია ნათქვამი, იგი აშკარად ხაზს უსვამს ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკას მექსიკის მიმართ – სწორედ იმ მექსიკის, რომლის მოსახლეობის უდიდესი წილი დღესდღეობით ამერიკაში ცხოვრობს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიისთვის ეს არ არის პირველი რეკლამა, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს. 2016 წელს მან მექსიკის კედელთან დაკავშირებული კამპანია გამოაქვეყნა:

 

განხილვა