დღეს საიდუმლო არ არის, რომ 40 წლისთვის ბეთჰოვენი სმენადაქვეითებული იყო, ტრაგიკული ირონია კია, თუმცა ბეთჰოვენს სურდა, მთელ მსოფლიოს დაენახა ეს საკითხი სამედიცინო პერსპექტივიდან… 1827 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, პირადი ნივთების დალაგებისას კი მისმა თანამოაზრეებმა ბეთჰოვენის დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომელშიც ძმებს სთხოვდა, მისი მდგომარეობის დეტალები საზოგადოებისთვის ეცნობებინათ. ახლა კი, ბეთჰოვენის გარდაცვალებიდან თითქმის 2 საუკუნის შემდეგ, მისი თმის ავთენტურ ნიმუშებს დნმ-ის გენეტიკური ანალიზი ჩაუტარეს.
„ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო, ნათელი მოგვეფინა ბეთჰოვენის ჯანმრთელობის პრობლემებისთვის, რომლებიც, როგორც ცნობილია, განვითარებად სმენის დაქვეითებას მოიცავდა, 20-წლიდან დაეწყო და 1818 წლისთვის ფაქტობრივად აღარ ესმოდა“, — აცხადებს ბიოქიმიკოსი იოჰანეს კრაუზე.
სმენის დაქვეითების გამომწვევი მიზეზი არასდროს დაუდგენიათ, ეს არც მისმა პირადმა ექიმმა იოჰან ადამ შმიდტმა იცოდა. პროცესი კი დაახლოებით 20 წლიდან ტინიტუსით დაიწყო, დროთა განმავლობაში ნაკლებად ტოლერანტული გახდა მაღალი ხმების მიმართ და საბოლოოდ შედეგად სმენის დაკარგვა მივიღეთ, რამაც მისი, როგორც შემსრულებლის კარიერა დაასრულა. მუსიკოსისთვის კი მეტად ირონიული არაფერი შეიძლება იყოს, ძმების წერილშიც ამბობს, რომ უიმედოდ იყო… იმდენადაც კი, რომ თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა.
თუმცა სმენის პრობლემები არ ყოფილა მხოლოდ ის, რაც ბეთჰოვენს აწუხებდა, 22 წლიდან მუცლის ძლიერი ტკივილები ჰქონდა და დიარეის ქრონიკული შეტევებიც აწუხებდა. გარდაცვალებამდე 6 წლით ადრე კი ღვიძლის დაავადების პირველი ნიშნებიც გამოვლინდა, რაზეც ფიქრობენ, რომ 56 წლის ასაკში გარდაცვალების ხელშემწყობი ფაქტორი გახდა.
2007 წელს ბეთჰოვენის თმის კვლევისას შემოგვთავაზეს, რომ შესაძლო იყო ტყვიით მოწამვლას დაეჩქარებინა მისი სიკვდილი ან პასუხისმგებელი ყოფილიყო სიმპტომებზე, რომლებიც ცხოვრების მანძილზე გამოუვლინდა. რკინის ჭურჭლიდან დალევის კულტურისა და სამედიცინო მკურნალობების დროს რკინის მასალების გამოყენების გამო, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს… თუმცა აქ თმის წარმოშობაზე ბევრს დავობენ, დიახ, იმაზე, ეკუთვნოდა თუ არა ბეთჰოვენს — 2023 კვლევა ამბობს, რომ თმის ღერი ვიღაც უცნობ ქალს ეკუთვნის… თუმცა ზოგიერთი B ჰეპატიტზეც საუბრობს, რასაც აუარესებს სასმლის მიღება და ასევე ღვიძლის დაავადებისთვის მრავალ რისკ-ფაქტორს გვთავაზობს.
„ჩვენ ვერ შევძელით ბეთჰოვენის სმენის დაქვეითებისა თუ გასტროენტეროლოგიური პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენა“, — ამბობს კრაუზე.
მიუხედავად ამისა, მათ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოავლინეს — თმის ნიმუშებში არსებული Y ქრომოსომა ბეთჰოვენის თანამედროვე ნათესავების ქრომოსომას შეადარეს, რითაც შეუსაბამობა გამოავლინა. ეს კი, მკვლევრების თქმით, კომპოზიტორის წინა თაობებში ქორწინების გარეშე სექსუალურ აქტივობებზე მიგვითითებს…