16
Nov
2019

სამაჯური, რომელიც პროდუქტებს თქვენი დნმ-ის გათვალისწინებით გირჩევთ

16 Nov 2019

veon
veon


თუკი აქამდე პერსონალური კვების განსასაზღვრად ექიმთან მისვლა გჭირდებოდათ, ამიერიდან სპეციალურ სამაჯურს (DnaNudge)  შეეძლება, თავად გირჩიოთ რა ჭამოთ და რა დოზით. ჭკვიან სამაჯურს ჩამონტაჟებული აქვს მიკროჩიპი, რომელმაც თქვენი დნმ იცის და რომელსაც შეუძლია პროდუქტის შტრიხ-კოდის წაკითხვაც, რის შედეგადაც ის იღებს ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტის ინგრენდიენტების შესახებ. დნმ-ის გათვალისწინებით, იგი გირჩევთ, რომელი პროდუქტი უფრო ჯანსაღია პირადად თქვენთვის და გეხმარებათ პერსონალური ჯანსაღი კვების ორგანიზებაში. რაც შეეხება თქვენს დნმ-ს, თქვენს გენოტიპზე ინფორმაცია მოწყობილობას იმ ანალიზის შედეგად აქვს, რომელსაც DnaNudge-ს მწარმოებელ კომპანიაში ტივებთ.

აღნიშნული სამაჯურის ავტორია Christofer Toumazou, რომელსაც პროდუქტის შექმნის ინსპირაცია შვილის დაავადებამ მისცა. მაგალითისთვის, თუკი თქვენ ჰიპერტენზია გაქვთ, სამაჯური გირჩევთ იმ პროდუქტებს, რომლებიც ნაკლებ მარილს შეიცავს და დაგეხმარებათ, აკონტროლოთ ამა თუ იმ ნივთიერების დოზა თქვენს სხეულში.

განხილვა