კვლევა, რომელიც მფრინავის სისხლს 20 წლის მანძილზე ინახავდა, გვეუბნება, რომ ასტრონავტებში კიბოს რისკი ფრთხილ მონიტორინგს საჭიროებს. Nature Communications Biology კვლევის თანახმად, მონაწილე 14 ასტრონავტს სისხლის წარმომქმნელ ღეროვან უჯრედებში დნმ-ის მუტაციები აღენიშნებოდათ. ეს მუტაციები ასტრონავტთა ასაკის მიხედვით უჩვეულოდ მაღალი იყო, თუმცა წუხილის მიზეზს არ გვაძლევდა…
ეს კვლევა კი უნიკალურია იმ ფაქტის გამო, რომ მეცნიერებმა სისხლის შენახვა ორი ათეული წლის განმავლობაში მოახერხეს, თუმცა, მათივე თქმით, იმისათვის, რომ შესაძლო მუტაციებს ადევნონ თვალი, პერიოდული სკრინინგია საჭირო. თანაც, მაგალითად, 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ასტრონავტები არ კვდებიან კიბოსგან, რომელსაც კოსმოსის იონიზირებული გამოსხივება იწვევს.
ხოლო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ნასა მთვარის მისიებს გეგმავს და მარსზე ცხოვრება აქვს მიზნად დასახული, მომავლისთვის მონიტორინგის პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
„კომერციული კოსმოსური ფრენებისა და კოსმოსის სიღრმისეული კვლევებისადმი მზარდი ინტერესის გამო და სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებით პოტენციური ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია განმეორებით ან ხანგრძლივ საძიებო კოსმოსურ მისიებთან, გუნდმა ამ კვლევის ჩატარება გადაწყვიტა“, — ამბობს დევიდ გოქაშანი, კვლევის წამყვანი ავტორი.
საინტერესოა ისიც, რომ NASA-მ რადიაციის მოთხოვნები შეცვალა ასტრონავტებისთვის, რომლებიც, კრიტიკოსების თქმით, დისკრიმინაციას უწევდა ქალებს… ამასთან, კოსმოსში ნამყოფი მოსახლეობის სტატისტიკასთან შედარებით, კონკრეტულ კვლევაში 14 ასტრონავტის გენში სომატური მუტაციების უფრო მაღალი სიხშირე აღმოაჩინეს.
საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? 1998-2001 წლებში 12 დღის განმავლობაში კოსმოსური ჯგუფი შატლის მისიით გაფრინდა — ჯგუფის 85% კაცი იყო, 6 ასტრონავტი კი მისიაზე პირველად იმყოფებოდა. ხოლო მკვლევრებმა ასტრონავტებისგან სისხლის ნიმუშები ორჯერ აიღეს, კოსმოსში გაფრენამდე ზუსტად 10 დღით ადრე და დაბრუნების დღეს. შემდეგ კი საყინულეში -80 გრადუსზე 20 წლის განმავლობაში ხელუხლებელი დატოვეს.
თუმცა, გენებში დაფიქსირებული სომატური მუტაციები ორ პროცენტზე ნაკლები იყო. ხოლო იმ ინდივიდებში, რომლებიც ამ ზღვარს არღვევენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს ზოგიერთი ფორმის განვითარების რისკი უფრო მაღალია…
„ამ მუტაციების არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ასტრონავტებს განუვითარდებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან კიბო, მაგრამ არსებობს რისკი, რომ კოსმოსის ექტრემალურ გარემოში დიდი ხნის მანძილზე ყოფნა ამას გამოიწვევს“, — ამბობს გოქაშანი.