ოდესმე დაინტერესებულხართ, თქვენმა პერსონალურმა ინფორმაციამ ხომ არ გაჟონა მონაცემთა სისტემებიდან? ამაზე პასუხისმგებელი ჰაკერები კი არიან, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი მეტად ეთიკური გამოდგა, ჯეკის სახელით გაგვეცნო და შექმნა ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად ამ პორბლემას აგვარებს. Do Hackers Know Me?-ის სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნახოთ, არის თუ არა მათი ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი ან სახელი 3 მილიარდზე მეტი გაჟონილი ინფორმაციების მონაცემთა ბაზაში.
ხელსაწყოს უკან არსებული იდეა ჯეკის პროფესიული გამოცდილებიდან მოდის. კიბერუსაფრთოების სპეციალისტად მუშაობდა და კიბერშეტევების სიმულაციას აკეთებდა, რათა სუსტი წერტილები დაედგინა, ასე კი გაჟონილ ინფორმაციებზე წვდომა მიიღო. ეს მონაცემები ე. წ. ბნელ ქსელშიც მოიპოვება და, შესაძლოა, ვინმემ მავნედ გამოიყენოს. ახლა კი ჯეკი მომხმარებლებს საკუთარი ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობას აძლევს. მიზნად ისახავს ინდივიდების გაძლიერებას და მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
უფასო ვერსიით მომხმარებლები ნახავენ, მათი ელ.ფოსტა ხომ არ მოხვედრილა გაჟონილ ინფორმაციებში, რითაც მსგავსია Have I Been Pwned?-ის ვებგვერდისა. ხოლო ტელეფონის ნომრებისა და სახელების შემოწმებას, ფასიანი ვერსიით მარტივად მოახერხებთ.