დანიური ტურისტული კომპანია ქვეყნის მთავარ გამოწვევას – შემცირებულ შობადობას დაუპირისპირდა.
კამპანიის ფარგლებში მომზადდა რეკლამა, რომელიც დანიელებს პირდაპირ სექსისკენ მოუწოდებს. იდეის ავტორების თქმით გამოსავალი “გამრავლებისთვის” მოგზაურობაშია, კვლევის მიხედვით მოგზაურობისას დანიელებს უფრო ხშირად “უყვართ” ერთმანეთი. აქციაში ყველა მონაწილე, ვინც დაამტკიცებს რომ სწორედ ამ მოგზაურობის დროს დაორსულდა, 3 წელი უფასოდ მიიღებს ყველა ბავშვისათვის საჭირო ნივთს და უფასო მოგზაურობას.