სტეპის ტრენინგ კურსში „IT პროექტების მართვა – Agile“ 61 ბენეფიციარი მონაწილეობდა. მიმდინარე წლის 17 თებერვალს მონაწილეებმა, რომლებიც 7 გუნდად იყვნენ წარმოდგენილი, საბოლოო პროექტები წარადგინეს. პროექტების წარდგენა თბილისის ტექნოპარკში მიმდინარეობდა. შედეგად, სტეპის ტრენინგ კურსი „IT პროექტების მართვა – Agile“ 90%-მდე მონაწილემ წარმატებით დაასრულა.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ამასთან თითოეულ მათგანს, IT აკადემია STEP დამატებით CertiProf-ის Product Owner-ის ან Scrum Master-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლას სრულად დაუფინანსებს.
სტეპის ტრენინგ კურსი „IT პროექტების მართვა – Agile“ მოიცავს პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების ფაზებს, Agile ცვლილებებსა და მათი მართვის სპეციფიკებს. პროგრამის ძირითადი ნაწილი შემუშავებულია Scrum.org, Kanban.University, Management 3.0 და unFIX ექსპერტების მიერ. იმისათვის, რომ მონაწილეებმა უკეთესად შეძლონ მიდგომების გაცნობა, ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი, სავარჯიშოებით და როლური თამაშებით არის გაჯერებული.
ვისთვის არის სტეპის ტრენინგ კურსი „IT პროექტების მართვა – Agile“ ?
კურსი განკუთვნილია პროექტების მართვით და ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ კარიერის ამ მიმართულებით განვითარება. დამწყები და გამოცდილი პროექტ-მენეჯერებისთვის, ვისაც აინტერესებთ Agile მიდგომები, პრაქტიკები, მეთოდოლოგიები და ტექნიკები.
სტეპის ტრენინგ კურსი „IT პროექტების მართვა – Agile“ არის მისთვის, ვისაც თანამედროვე ციფრული გარემოში კარიერის განვითარება სურს და სჭირდება მეტი ინფორმაცია, საკუთარი მომავლის უკეთ დასაგეგმად. ვისაც სურს ახლებურად გაიაზროს პროდუქტის თუ სერვისის განვითარების პროცესები და მიეცეს საშუალება მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები ეფექტურად გამოიყენოს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, შეძლებ მოახდინო იდენტიფიცირება, თუ რა არის პროექტის სასიცოცხლო ციკლი, რა გავლენა აქვს ორგანიზაციულ კულტურასა და სტრუქტურას პროექტის წარმატებაზე. რა უნარები სჭირდება პროექტის მენეჯერს იმისთვის, რომ პროექტი წარმატებით მართოს.
შეგახსენებთ, რომ Do IT in Georgia სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში დამწყები სპეციალისტების მომზადებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში – პროგრამირება, დიზაინი და მართვა.
ასე რომ, თვალი ადევნე სიახლეებს და დაელოდე მომავალ მიღებას. თუ IT აკადემია STEP-ში სწავლის სურვილი ყოველთვის გქონდა, მაგრამ ფინანსური ბარიერი ხელს გიშლიდა ამ მიზნის მიღწევაში, Do IT in Georgia სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სტეპის კურსების გავლა უფასოდ შეგეძლება.
გახსოვდეს, რომ #DoITinGeorgia – სახელმწიფო პროგრამაში IT აკადემია STEP – პროგრამირების, დიზაინისა და IT პროექტების მართვის ყველაზე მეტი კურსით არის წარმოდგენილი.
[R]