in

Do IT in Georgia პროექტის ფარგლებში, IT აკადემია STEP-ში სწავლა დაიწყო

Do IT in Georgia საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შემუშავებული IT დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაა, რომელიც უკვე მესამე წელია, წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამის ძირითადი მისიაა ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოება, ადგილობრივი ბაზრისთვის ციფრული უნარებით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადება და საქართველოს, როგორც რეგიონული IT ჰაბის, დამკვიდრება.

პროექტის ფარგლებში IT აკადემია STEP-ში 2025 წლის სასწავლო პროცესი დაიწყო. აღსანიშნია, რომ უკვე ათასობით დაინტერესებულმა პირმა შეძლო ჩართულიყო IT ინდუსტრიაში. ხაზგასასმელია ისიც, რომ სტეპი პროექტის ყველაზე დიდი პროვაიდერია. სტუდენტთა საერთო მოცულობის 40%-ზე მეტი, სწორედ IT აკადემია STEP-ის მიერ არის გადამზადებული. სტეპი არა მხოლოდ განათლებისა და ცოდნის მიღებაში, არამედ დასაქმებაშიც ეხმარება საკუთარ სტუდენტებს, რასაც წინა წლების გამოცდილება ადასტურებს. აკადემიის მხარდაჭერით უკვე არაერთი კურსდამთავრებული დასაქმდა სხვადასხვა კომპანიებში, მათ შორის სტეპში.

რატომ ირჩევენ IT აკადემია STEP-ს?

Do IT in Georgia პროექტის ფარგლებში სტეპში შესაძლებელია სწავლა შემდეგი მიმართულებებით:

  • Front-End ვებპროგრამირება
  • Back-End პროგრამირება – C#, NET
  • Back-End პროგრამირება – Python, Django
  • Adobe After Effects – PRO კურსი
  • Adobe Illustrator – PRO კურსი
  • Adobe Photoshop – PRO კურსი
  • UI/UX დიზაინი
  • Agile – IT პროექტების მართვა
  • Game Development
  • IT მხარდაჭერა – IT Support

სტეპში მიღებული ტექნოლოგიური განათლება, შეძენილი ციფრული უნარები და პრაქტიკული სწავლება სტუდენტებს აძლევს საშუალებას აირჩიონ მომავლის პროფესია და გახდნენ ციფრული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი. სტეპში შესაძლებელია:

  • საერთაშორისო სერტიფიცირება – კურსის დასრულების შემდეგ, სტეპი 100%-ით აფინანსებს სტუდენტების საერთაშორისო გამოცდებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას
  • კარიერული მხარდაჭერა – სასწავლო კურსებში ინტეგრირებულია სპეციალური მოდული, რომელიც ეხმარება სტუდენტებს CV-ს, LinkedIn პროფილისა და ვებპორტფოლიოს შექმნაში, აგრეთვე ტექნიკური გასაუბრებისთვის მომზადებაში
  • ინოვაციური და პრაქტიკული სწავლება – სასწავლო პროცესი აგებულია ინტერაქციულ მეთოდებზე, შუალედური და საბოლოო პროექტებით, რაც სტუდენტებს რეალურ გამოცდილებას აძლევს
  • მოქნილი სწავლების ფორმატი – სწავლება შესაძლებელია ონლაინ, მოქნილი გრაფიკით, რაც შესაძლებელს ხდის, რომ სწავლის პროცესი მარტივად შეუთავსო ყოველდღიურ საქმიანობას

სტეპის დამატებითი ბენეფიტები:

  • სასწავლო რესურსები სრულად ქართულ ენაზე
  • უფასო Cloud სივრცე
  • უფასო Office 365 სერვისები
  • სტეპის Co-working სივრცეები – რა თქმა უნდა, ასევე უფასოდ

ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ პრაქტიკული სწავლება, მოიპოვონ კონკურენტული ცოდნა და განივითარონ ისეთი უნარები, რომლებიც მათ მომავლის პროფესიების არჩევაში დაეხმარება.

[პარტნიორის კონტენტი]

„თუ შენს იდეას არავინ აკრიტიკებს, ე.ი. არარელევანტურია“ – ინტერვიუ ფერნანდო მაჩადოსთან

დასვენების 7 ტიპი — გაიგეთ, თქვენ რომელი გჭირდებათ