in

Do IT in Georgia-ს ფარგლებში, „სტეპის“ კურსებს უფასოდ გაივლით!

თუ IT აკადემია STEP-ში სწავლის სურვილი ყოველთვის გქონდათ, მაგრამ ფინანსური ბარიერი ხელს გიშლიდათ ამ მიზნის მიღწევაში, Do IT in Georgia-ს ფარგლებში, „სტეპის“ კურსების უფასოდ გავლა შეგეძლებათ!

Do IT in Georgia საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში დამწყები სპეციალისტების მომზადებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში: პროგრამირება, დიზაინი და მართვა.

პროექტის ფარგლებში, სრული დაფინანსებით შეგიძლიათ გაიაროთ IT აკადემია STEP-ის ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგ-კურსები:

  • Front-End Web პროგრამირება;
  • პროგრამირება Python-ის გამოყენებით;
  • Back-End პროგრამირება C#, ASP.NET;
  • ილუსტრატორის მასტერ კურსი;
  • ფოტოშოპის მასტერ კურსი;
  • სარეკლამო და ბრენდის ვიზუალის დიზაინი; (*სარეკლამო და ბრენდის ვიზუალის დიზაინის კურსი ფინანსდება ნაწილობრივ)
  • AFTER EFFECTS-ის მასტერ კურსი;
  • UI/UX დიზაინის კურსი;
  • IT პროექტების მართვა — AGILE.

Do IT Georgia-ს შერჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ IT აკადემია STEP-ის ერთეტაპიანი და ორეტაპიანი ტრენინგ-კურსები. სწავლა წარიმართება როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ გარემოში.

პროექტის განმავლობაში „სტეპის“ სტუდენტები შეასრულებენ შუალედურ და ფინალურ დავალებებს, რაც დაეხმარებათ თანამედროვე პორტფოლიოს შედგენაში.

ამასთან ერთად, პროექტის მონაწილეები STEP-ისგან მიიღებენ დამატებით ბენეფიტებს:

  • უფასო ვაუჩერს, რომლითაც შეძლებენ, არჩეული მიმართულებით მოიპოვონ საერთაშორისო სერტიფიკატი;
  • სწავლის პერიოდში ექნებათ სრული წვდომა Microsoft Office 365-ის სერვისებზე;
  • უფასოდ მიიღებენ 1TB Cloud სივრცეს (Drive);
  • ექნებათ წვდომა STEP-ის სასწავლო რესურსებზე ქართულ ენაზე;
  • იმუშავებენ რეალურთან მიახლოებულ სიმულაციურ პროექტებზე;
  • მიიღებენ მონაწილეობას STEP-ის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში;
  • სტუდენტებს ექნებათ წვდომა STEP-ის დამატებით, ფრილანსინგის ონლაინ ასინქრონულ (ვიდეო გაკვეთილები) ტრენინგებზე, რომლებიც კარიერულ განვითარებაში დაეხმარებათ;
  • STEP-ში გაიმართება შეხვედრები დარგის ექსპერტებთან და სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან, სადაც მონაწილეები შეძლებენ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებსა და სიახლეებზე.

კურსზე მოსახვედრად აუცილებელია დარეგისტრირდეთ Do IT Georgia-ს ვებ-პორტალზე და აირჩიოთ IT აკადემია STEP-ის სასურველი ტრენინგ-კურსები (არაუმეტეს 5 კურსი), დაალაგოთ ისინი პრიორიტეტების მიხედვით, ჩააბაროთ შესაბამისი გამოცდა და გამოცდის შედეგებით მოხვდეთ საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტთა შორის.

კურსებზე რეგისტრაცია შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლიდან.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. შეუერთდი IT აკადემია STEP- და დაიწყე შენი სტეპერული თავგადასავალი!

[R]

Emergency Pizza — როცა საჭმელი დაგეწვა და გამოუვალ მდგომარეობაში ხარ

კარფურის 11 წლის იუბილე: კოსმიური ფასდაკლებები გრძელდება