13
თებ
2018

„ნუ დადგები ნასვამი“ – „თელიანი ველის“ ახალი კამპანია

13 თებ 2018

მიმდინარე ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდში, კომპანია „თელიანი ველმა“ სოციალური კამპანია „ნუ დადგები ნასვამი“ დაიწყო.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

 

 

 

 

„2018 წლის 9 თებერვალს ზამთრის რიგით XXIII ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც სამხრეთ კორეა, ფიონგჩანგი მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს. „თელიანი ველი“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორია. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში, წამოვიწყეთ ახალი სოციალური კამპანია „ნუ დადგები ნასვამი“. ჩვენი მიზანია, ამ გზავნილით მხარი დავუჭიროთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და მომხმარებელს ალკოჰოლის ზომიერი მოხმარებისაკენ მოვუწოდოთ. კამპანიის ფარგლებში გადაღებული ვიდეო რგოლები საზოგადოებას ახსენებს რისკს, რაც ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მოხმარებას ახლავს თან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ზამთრის სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობებზე. ჩვენი კომპანიის, როგორც ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებლის სოციალური პასუხისმგებლობაა, მუდმივად შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღება ვნებს ჯანმრთელობას და საგრძნობლად ცვლის რეაქციასა და სისწრაფის აღქმას“ – აცხადებენ კომპანიაში.

კრედიტები: 

სტუდია: ლიმონი

რეჟისორი: გიორგი ოკმელაშვილი

კრეატიული დირექტორი: სანდრო ციცქიშვილი

კოპირაითერი : დავით ბაბიაშვილი

ხმის რეჟისორი: არჩილ ცაგარელი

ფერები: ოთარ ჭიჭინავა

განხილვა