27
Jun
2019

თუ ფოტოებიდან ადამიანებს გააქრობდით – აპლიკაცია Bye Bye Camera 

27 Jun 2019

veon
veon


წარმოგიდგენიათ ქუჩის ფოტოგრაფია, ქუჩაში მოსიარულე ხალხის გარეშე? ან თუ გქონიათ მომენტი, როცა ცარიელი სივრცის აღბეჭდვა მოგნდომებიათ? ამ დროს, ვიღაც აუცილებლად გირღვევთ „უკაცრიელ“ მომენტს მანამ, სანამ გადაღებას მოასწრებთ. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებიდან ადამიანების გაქრობაში არაერთი პროგრამა დაგეხმარებათ, მათ შორის Photoshop-იც, ნიუ-იორკულმა არტ გაერთიანება Do Something Good-მა, აპლიკაცია Bye Bye Camera შექმნა, რომელიც თქვენთვის პოსტადამიანური სამყაროს ჩვენებას, თქვენი iPhone-ის მეშვეობით შეძლებს. iOS აპლიკაცია $2.99 ღირს და ამ „ჯადოქრობისთვის“ ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. Adobe-ის “content-aware fill”-ის მსგავსად, აპლიკაცია შემთხვევითი ადამიანების წაშლისგან, გამოსახულებაზე დარჩენილ სიცარიელეს ავტომატურად, ფოტოზე არსებული ვიზუალებით ავსებს. ასე, Bye Bye Camera გთავაზობთ დაემშვიდობოთ არასასურველ ადამიანებს თქვენი ფოტოებიდან.

განხილვა