in ,

აკეთე ის, რაც არ შეგიძლია! – Samsung-ის შთამაგონებელი კამპანია

თუ ადამიანმა შეძლო, მაშინ ლოკოკინაც შეძლებს. Samsung-მა ახალი კამპანია #DoWhatYouCan’t წამოიწყო, სადაც ადამიანების მთავარი მოტივატორები ისევ ადამიანები არიან. ლოკოკინებისა კი ლოკოკინები.

 

https://www.youtube.com/watch?v=j3mZXCseaR4

 

აზვირთებულ ტალღებზე სრიალი ოდესღაც არც ადამიანებმა იცოდნენ. თუმცა, ერთხელ მოინდომეს, მიზანი დაისახეს და მიაღწიეს კიდეც. დღეს უკვე სერფინგი, როგორც სპორტის სახეობა, ზღვისპირა ქალაქებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აბობოქრებულ ზღვაში შეცურვა დიდ გამბედაობას მოითხოვს. თუმცა ამის გაკეთება არც ლოკოკინასგან არის გასაკვირი.

სარეკლამო რგოლზე სააგენტო Leo Burnett-მა იმუშავა.

რა საერთო აქვთ ბეთჰოვენს, ედისონსა და ქათმის ფილეს? – Chick-fil-A-ს იუმორისტული რეკლამა

“ანგელოზის ზარი” ჩაძინებული მძღოლების გამოსაფხიზლებლად – სოციალური კამპანია