in

16 აპრილს, Mutant Radio-ს სივრცეში უკრაინული მუსიკის დღე გაიმართება

მუსიკასთან ერთად სივრცეში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა

16-17 აპრილს, ქართველი მუსიკალური ჟურნალისტებისა და სელექტორების კოლექტივი, „Dancing On Architecture“, Mutant Radio-ს ფიზიკურ და ონლაინ სივრცეებში წარმოგიდგენთ 20 საათიანი მუსიკალურ მარათონს და სოლიდარობის აქციას „Sounds Of Ukraine”. ორივე დღის განმავლობაში Mutant Radio-ს სივრცე დაეთმობა უკრაინულ მუსიკას, განსხვავებულ მუსიკალურ სტილებს, ეპოქებსა და ქალაქების შესაბამის ჟღერადობებს.

გარდა მუსიკალური ნაწილისა, Mutant Radio-ს ფიზიკურ სივრცეში გაიმართება ქართველი ვიზუალური ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხება უკრაინაში, კრიზისით დაზარალებულ ბავშვთა დახმარების ფონდში.

16 აპრილს, Mutant Radio-ს სივრცეში გასაყიდად გამოფენილი იქნება შემდეგი ქართველი არტისტების ნამუშევრები: ვატო წერეთელი, ნიკა მაჩაიძე, კოკა კიტიაშვილი, ეკა ქეცბაია, ანდრო ერაძე, ალექსი სოსელია, ელენე გაბრიჩიძე, ანკა ბოჭორიშვილი, სანდრო ფაჩუაშვილი,მარი ყალაბეგაშვილი, თამარ გიორგაძე, გიკო დადიანი, მიშიკო სულაკაური, თაკო რობაქიძე, ჯონ რიფენჰოფი, მარი აქუბარდია, გურამ საყვარელიძე, კოტე ჯინჭარაძე, ანა ჩადუნელი, გიორგი გელაძე, თამარ გურგენიძე.

“კულტურა ყოველთვის იყო ხალხებს შორის დიალოგის წამმართველო და დამაკავშირები ელემენტი,  უკრაინული მუსიკაც დღემდე გამოხატავს ამ ერის მებრძოლ და ამავდროულად მუდმივად განახლებად იდენტობას. დღეს როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე  ტრაგიკული მოვლენები მიმდინარეობს და რუსეთი ყველაფერთან ერთად უკრაინული კულტურის მნიშვნელოვანი კერების განადგურებას  ცდილობს,  მნიშვნელოვანია რომ საქართველოც იცნობდეს მეგობარი ქვეყნის  კულტურის ერთ-ერთი მთავარ საყრდენს – უკრაინულ მუსიკას და მის თანამედროვე სცენას, რომელიც საომარი მოქმედებების დაწყებამდე გაფურჩქვნის სტადიაში იყო და დღემდე ცდილობს საკუთარ ქვეყანას ამ მძიმე პერიოდში გვერდით დაუდგეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ 16 აპრილს, Mutant Radio-ს სივრცეში სწორედ უკრაინელი მუსიკოსები შემოქმედება ავაჟღეროთ და ამგვარად გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა მათ მიმართ“აცხადებენ Dancing On Architecture-ის კოლექტივის წევრები.

მუსიკალური დღე 16 აპრილს, 12:00 საათიდან დაიწყება და მისი მოსმენა როგორც Mutant Radio-ს ფიზიკურ სივრცეში, ასევე ონლაინ სტრიმის საშუალებით შეგეძლებათ. 17 აპრილს აუდიო სტრიმის დახმარებით, Mutant Radio-ს ვებ-გვერდზე გაგრძელდება.

რა ფორმებით გამოხატავენ მსოფლიოში უკრაინისადმი სოლიდარობას?

ზელენსკის სათამაშო ფიგურები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა