in

აი, როგორ გვიყვება ბრენდინგი ამერიკული ვისკის საუკუნოვან ისტორიას

ალკოჰოლურ სასმელებზე საუბრისას არაერთი ბრენდი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც საუკუნოვანი ისტორიით გამოირჩევა. ტრადიციებით, რომელთა გაცოცხლებასაც ბრენდინგის ყველა ელემენტში ცდილობენ, თუმცა ამასთან, არც თანამედროვეობაზე სურთ უარის თქმა… დღეს Doc Brown Farm & Distillers-ზე გესაუბრებით, უფრო ზუსტად Effie Jewel-ისა და Uncle Bogue-ის ბურბონებზე. პირველი სახელი Doc Brown Farm & Distillers-ის თანადამფუძნებლის ემი ბრაუნის დეიდის პატივსაცემად შეირჩა, ხოლო მეორე დისტილერიის პირველ ორმაგ მუხაში 4 წლის მანძილზე სპეციალურად შენახულ ბურბონს წარმოადგენს, რომელიც გაუფილტრავია და სახელი ბიძია ბოგისგან მიიღო — პერფექციონისტისა და გემოვნებით სახელგანთქმული ადამიანისგან, რომელიც ოჯახურ ბიზნესს საუკუნის წინ უძღვებოდა… 

BOG
BOG

ამგვარად, ბრენდის იდენტობის შექმნისას მთავარი ამოცანა კომპანიის ისტორიისა და ღირებულებების შენარჩუნება იყო ისე, რომ ახალი პროდუქტის კონცეფციებიც შეენარჩუნებინათ. ამაზე კი პასუხისმგებლობა ტომ ლეინმა აიღო, რომელიც Ginger Monkey-ის სახელითაც არის ცნობილი. შესაბამისად, ბრენდის ახალი ვიზუალური იდენტობა ფესვგადგმულია კომპანიის წარსულში, რაც ჯორჯიის შტატში ვისკის გამოხდის ტრადიციულ მეთოდებს უკავშირდება. ზუსტად ეს ელემენტებია ასახული ხელით შექმნილ ლოგოტიპშიც, რომელიც, თავის მხრივ, ინსპირაციას მეოცე საუკუნის ხელნაწერებისა თუ რეკლამებისგან იღებს. 

ბრენდის მთავარი ნიშანი Lady Liberty-ის გამოსახულებაა ბანერით, რომელიც წარმოადგენს ოჯახს, რწმენასა და სიმამაცეს, რაც ბრენდის შინაგან მხარეს აცნობს მომხმარებლებს. 

თუმცა Doc Brown Farm & Distillers-ის განვითარება ბრენდინგით არ მთავრდება, ისინი წელს პროდუქტის ახალი ხაზების ჩაშვებას გეგმავენ, მათ შორისაა Resurrection Red Bourbon, ახალი Uncle Bogue Special Reserve-ის პრემიუმ ბურბონი და Day Swigger — არომატული ვისკის სრულიად ახალი ხაზი. 

ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენებმა საშიშ ნიშნულს მიაღწია!

Google-ის რეკლამაში Pixel iPhone-ს ელაპარაკება